Digest Logo

ვიტალი დარასელიას გარდაცვალებიდან 42 წელი გავიდა

1734067752
ვიტალი დარასელია

1982 წლის 13 დეკემბერი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისა და ზოგადად, რიგითი ქართველისთვის უმძიმესი თარიღია, როცა ავტოკატასტროფაში ქართული ფეხბურთის ლეგენდა, ვიტალი დარასელია დაიღუპა.

დარასელია 1957 წლის 9 ოქტომბერს ოჩამჩირეში დაიბადა. იცავდა ოჩამჩირის „ამირანის“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას. 1976 წელს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 1980 წელს – ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი.

მისი მთავარი წარმატებები „დინამოს“ უკავშირდებოდა, სადაც კარიერის ძირითადი ნაწილი გაატარა. აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად. ხუთჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. თასების მფლობელთა თასის 1980–81 წლების გათამაშების ფინალში, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, მან „კარლ ცაისის“ კარში გატანილი გადამწყვეტი გოლით გუნდს პრესტიჟული ევროპული ჯილდო მოუტანა.

„ბევრი ლამაზი და საჭირო გოლი მახსენდება, მაგრამ ვიტალი დარასელიამ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა“, – ასე შეაფასა მისი როლი ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, დავით ყიფიანმა.ვიტალი დარასელია 13 დეკემბერს დაიღუპა – 13 მაისის გმირი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრებში 13-ნომრიანი მაისურით თამაშობდა. შემთხვევა რიკოთის უღელტეხილზე მოხდა. მანქანა კლდიდან მდინარეში გადავარდა.

ლეგენდარული ფეხბურთელის სახელს ატარებს „დინამო თბილისის“ აკადემია. სახლზე, სადაც ვიტალი დარასელია (ანა ანტონოვსკაიას ქუჩა) ცხოვრობდა, მემორიალური დაფა დამონტაჟდა.

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად, ვიტალი დარასელიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

ვიტალი დარასელიას „ოქროს ხანის“ „დინამოს“ ხერხემალს უწოდებდნენ და მისმა ტრაგიკულმა გარდაცვალებამ, ნოდარ ახალკაცის შეფასებით, დაასამარა მისი ოცნება ახალი გუნდის მშენებლობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ადამიანის ავადმყოფობასაც კი შთანთქავს...“ - შავი კატის მისტერია და მაგიური თვისებები

⭕ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრებაში კვირის ბოლოს ჯადოსნური მოვლენა მოხდება

„საზოგადოებისთვის საშიში პიროვნებაა, წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი...“ - კაცს, რომელმაც მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

წყარო: 1tv.ge