Digest Logo

„უხილავად გადმოსცემს შენსავე ტანჯვის პროგრამას...“ - რატომ არ შეიძლება სარკესთან ტირილი? თაკო მელიქიშვილის რჩევები

1756236681
თაკო ელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც გვირჩევს, თუ რატომ არ შეიძლება სარკესთან ტირილი:

„რატომ არ შეიძლება სარკის წინ ტირილი?

ცრემლები — ტკივილის გამოხატულებაა. მაგრამ უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ ადგილს, სადაც ტირი. ყველაზე სახიფათო კი არის — სარკის წინ.

ეს არ ეხება ძველ ცრურწმენებს. საქმე ენერგეტიკულ მეხსიერებაშია.

1. სარკე — „ჩამწერი” მოწყობილობაა.

მისი ზედაპირი, თითქოს მყარი დისკი, ინახავს და აფიქსირებს იმ ემოციურ მდგომარეობას, ვინც მასში იყურება. განსაკუთრებით ძლიერ ტალღებს ტკივილს, სასოწარკვეთას და ცრემლებს.

2. სარკე ამ „ჩანაწერს” უკან გიბრუნებს.

ყოველ ჯერზე, როცა ისევ ჩაიხედავ ამ “დამუხტულ” სარკეში, ის უხილავად გადმოსცემს შენსავე ტანჯვის პროგრამას უკან, შენს ენერგეტიკულ ველზე.

3. იქმნება დახურული წრე.

გინდა უბრალოდ მაკიაჟი გამოასწორო, მაგრამ ქვეცნობიერად იღებ იმ გუშინდელ ტკივილს. განწყობა უარესდება უადგილოდ. ისევ გრძნობ უბედურებას. წრე იკვრება.

შედეგი: შენი საძინებელი ან აბაზანა, დასვენების ადგილის ნაცვლად, გადაიქცევა სივრცედ, სადაც კედლები (და სარკეებიც) შენი ტკივილით არის გაჟღენთილი.

დაიცავი შენი ენერგია თუნდაც ასეთ წვრილმანებში. შენ ხარ მისი მთავარი მცველი. თუ გრძნობ, რომ უკვე მოხვდი ამ უსასრულო ცრემლებისა და უიღბლობის წრეში, და უბრალოდ „ტირილის შეწყვეტა“ აღარ გეხმარება — ესე იგი მიზეზი უფრო ღრმაა“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ტეილორ სვიფტი და ტრავის კელსი დაინიშნნენ

⭕თეონა თავართქილაძის ოჯახური იდილია - პატარა სოფიას ფოტოები სოცქსელს იპყრობს

⭕„ყველაფერს გავაკეთებ, რომ და-ძმას ერთმანეთის სიყვარული ვასწავლო...“ - რას წერს ნანუკა გულუა