რა უნდა ვიცოდეთ ნივთის ლომბარდში ჩაბარებამდე, მაქსიმუმ, რა ოდენობის ჯარიმა შეიძლება, დაეკისროს ადამიანს, თუ თანხას ვერ იხდის და რისი უფლება გვაქვს, თუ ჩვენი ნივთი ნებართვის გარეშე დაალომბარდეს - ამის შესახებ იურისტი, სამართლის ასოცირებული პროფესორი, თამარ კერძაია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს.
„ვთქვათ, პირს დალომბარდებული ჰქონდა ნივთი, ვერ გადაიხადა, გავიდა, წლები და 1.5 ოდენობის ნაცვლად, ხუთმაგ ოდენობას სთხოვენ, თუ ლომბარდმა სარჩელი სასამართლოში შეიტანა და პირმა არ ჩაიბარა საფოსტო გზავნილი, უარი თქვა საფოსტო გზავნილის ჩაბარებაზე ორჯერ ან მეტჯერ, შეიძლება, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოვიდეს. შეიძლება, პირდაპირ, რაც მოთხოვნილია (ამ მაგალითში, ხუთმაგი ოდენობის თანხა), ის ავტომატურად დაკმაყოფილდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, პროცესი არ დავაიგნოროთ და დავიმალოთ. დამალვა არაფერს გვიშველის. პირიქით, ხაზზე უნდა ვიყოთ და ჩვენი უფლებები უნდა ვიცოდეთ, რომ სარგებელი მაქსიმალურად გამოვიტანოთ. რა თქმა უნდა, თუ სესხი ავიღეთ, უნდა დავფაროთ, მაგრამ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში.
ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ რაც დაალომბარდა, თუ თანხა ვერ გადაიხადა, იმ ნივთს ჩატოვებს და მორჩა. კანონში წერია, რომ კი, ეს ასეა, ოღონდ თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მხარეთა შეთანხმება არის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ წაგვიკითხავს. თუ წაგვიკითხავს, შესაძლოა, დაგვავიწყდა კიდეც. თუ ხელშეკრულებაში წერია, რომ როცა დავალიანების მოცულობა აღემატება იმ ნივთს, რომელიც დავალომბარდეთ, უფლება აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომ სხვა ქონებიდანაც მოითხოვოს ანაზღაურება, მაშინ ადამიანს შეიძლება, ლომბარდმა მოსთხოვოს არა მხოლოდ კონკრეტული ნივთის ჩატოვება, არამედ სხვა ქონებიდანაც. ამიტომ, ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყოთ. ვიცოდეთ, რა მაქსიმალური პროცენტი, ჯარიმები შეიძლება, მოგვთხოვონ და დავიცვათ ჩვენი უფლებები ისე, რომ იმაზე მეტი არ გადავიხადოთ, რაც გვევალება“, - ამბობს იურისტი.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ შევასრულოთ ენერგეტიკული გაწმენდის რიტუალი: ძმარი + დარიჩინი“ - რას გვირჩევს ეზოტერიკოსი