Digest Logo

„უმი კაკაო მდიდარია მაგნიუმით, რაც ამშვიდებს ნერვულ სისტემას...“ - რას გვირჩევს არუნ ხათრი

1768890459
არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.

ამჯერად, არუნ ხათრი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც კაკაოს სასარგებლო თვისებებზე წერს.

მისი თქმით, უმი კაკაო მდიდარია მაგნიუმით, რაც ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

„იცოდი რამდენად საოცარია კაკაო ჯანმრთელობისთვის, უბრალოდ სწორად უნდა მიიღო, მე სუფთა კაკაოს ვურევ ყავაში.

უმი კაკაო მდიდარია მაგნიუმით, რაც ამშვიდებს ნერვულ სისტემას, შეიცავს პოლიფენოლებს რომლებიც გულსა და სისხლის მიმოქცევას უჭერენ მხარს.

ბუნებრივად ეხმარება სეროტონინისა და დოფამინის გამომუშავებას, რაც აუმჯობესებს განწყობას და კონცენტრაციას
შეიცავს რკინას ენერგიისა და ჟანგბადის უკეთესი მიწოდებისთვის, მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ამცირებენ ანთებას.

როცა კაკაოს ყავას ურევ, იღებ სუფთა ენერგიას უკეთეს ფოკუსს და ნაკლებ ნერვიულობას, უბრალოდ მოერიდე შაქარს და რძეს.

პატარა ჩვევა, დიდი სარგებელი,“ - წერს არუნ ხათრი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დღეს გააკეთეთ ისეთი რამ, რისი გაკეთებაც აქამდე გეშინოდათ“ - მარსის პრაქტიკა

⭕ „ეს დღე შეგიძლიათ გამოიყენოთ სტარტისთვის“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით