ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, პროფესორი კახა ნურალიძე ყავის შესახებ საუბრობს და გვიზიარებს ინფორმაციას იმის შესახებ, უნდა დავაყოლოთ თუ არა ყავას წყალი.
„ყავა გახლავთ რბილი დიურეზული საშუალება. ერთ-ორ ფინჯანს ორგანიზმი თვითონვე ერევა, მაგრამ თითოეული შემდეგი ფინჯანი მოითხოვს მინიმუმ ერთი ჭიქა წყლის მიყოლებას.
და ასევე, თუ თქვენ დილით ვერ იღვიძებთ კოფეინის გარეშე, მაშინ მე თქვენთვის არ მაქვს კარგი ინფორმაცია. ეს ნიშნავს, რომ თქვენი თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქცია გამოსაკვლევია და აუცილებელია, რომ ის იყოს ნორმაში მოყვანილი“, — ამბობს პროფესორი კახა ნურალიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ერთი ოცნება ახდა, კიდევ ბევრი რამ დარჩა...“ - რა კადრებს გვიზიარებს ნუცა ბუზალაძე
⭕„30 წლის შიში მქონდა, წლების წინ ძალიან დიდი მეგონა ეს ასაკი“ - მარიამ მაისურაძე