Digest Logo

🎥 „მენსტრუალური ციკლი გოგომაც უნდა იცოდეს და ბიჭმაც“ - თათია ტუღუში სქესობრივ განათლებასა და საზღვრებზე: ბავშვის რა ასაკია ოპტიმალური ამ სახის განათლების მისაღებად?

1792503567
თათია ტუღუში

გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი თათია ტუღუში ბავშვის სხეულისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე „სალომე კასრაძის პოდკასტში“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს პროცესი დაბადებისთანავე, ძუძუთი კვებითა და დედასთან ემოციური კონტაქტით იწყება.

ექიმის განმარტებით, ადრეული ასაკიდანვე აუცილებელია ბავშვს ვასწავლოთ პირადი საზღვრების დაცვა და საკუთარი სხეულის პრივატულობა:

რა ასაკიდან უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ბავშვს თავის სხეულსა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე?

თათია ტუღუში: დაბადებისთანავე, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ძუძუთი კვება. ძუძუთი კვების დროს იწყება ქალებში ყველანაირი ინსტინქტის ჩამოყალიბება, მარტო ნაწლავური მიკრობიომის არა. დედის შვილთან კონტაქტი, ალერსი ყველაფერი ძუძუთი კვებიდან იწყება. ცნობილი ფაქტია, რომ ძუძუს გარეშე გაზრდილი ბავშვები სხვანაირები არიან, თითქოს არა იმუნურები. შემდეგ ვითარდება ყველა სხვა დანარჩენი. ბავშვს ვასწავლით იმას, რაც არის მისთვის პრივატული. მაგალითად, სასქესო ორგანოებთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება მისი ვინმესთვის ჩვენება. თუ გინდა პამპერსის გამოცვლაც, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვას დაავალო. დედა და მამა უნდა იყვნენ ამ პროცესში მხოლოდ ჩართულები. ზედმეტი ხალხის ჩარევა არ არის საჭირო, მაქსიმუმ ძიძა საჭიროების შემთხვევაში. ბავშვი უნდა ენდოს ძალიან ცოტა ადამიანს. აუცილებელია ბავშვს ვასწავლოთ საზღვრების დაცვა. უნდა ისწავლებოდეს ბაღში და სკოლაში ასეთი თემები.

10 წლამდე უნდა ჩამოვუყალიბოთ ბავშვს და ვუთხრათ, რა რა არის. გოგოსაც და ბიჭსაც, ყველამ უნდა იცოდეს მაგალითად, რა არის მენსტრუალური ციკლი. თუმცა საზღვრების დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს აქაც. შესაძლებელია ცალკე საუბარი გოგოებთან და ბიჭებთან, თუმცა გაკვეთილზე რაღაც დოზით აუცილებელია რომ ორივეს ერთად ვესაუბროთ გარკვეულ თემებზე. შემდეგ სქესობრივი ორგანოები, გადამდები დაავადებები, ამ თემებზე შეგვიძლია საკლასო ოთახში ჩვეულებრივად საუბარი. თუმცა, ალბათ, ამას მაინც პედაგოგები წყვეტენ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ჰოლივუდური ელეგანტურობა: გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი გალა-საღამოს წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ

🎥 „რა უფლება გაქვს, შვილს ტელეფონი წაართვა, როცა თავად 24 საათი გიჭირავს?“ – რუსკა მაყაშვილი შვილების აღზრდის მეთოდზე

⭕ „ჩემი ცხოვრების ყველაზე მარტივი „დიახ“ - ვინ არის ტასო ხიზანიშვილის რჩეული

✕