მოდელ სალომე ღვინიაშვილისა და ყოფილი ფეხბურთელის, ზურა ხიზანიშვილის ქალიშვილი, ტასო ხიზანიშვილი დაინიშნა. რის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში სალომე ღვინიაშვილი აქვეყნებს და წყვილს ბედნიერებას უსურვებს.
ტასო ხიზანიშვილის რჩეული ნიკოლოზ ახვლედიანია.
ამჯერად სოციალურ ქსელში ხელის თხოვნის კადრებს ტასო ხიზანიშვილი გვიზიარებს და წერს, რომ ეს მისი ცხოვრების ყველაზე მარტივი „დიახ“ იყო.
„ჩემი ცხოვრების ყველაზე მარტივი „დიახ“, - წერს ტასო ხიზანიშვილი.
„სახლში ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათის თინეიჯერი მყავს. ბევრ ინფორმაციას ვიღებ და ვეცნობი, რომ სწორი ღირებულებებით გავზარდო ისინი. მგონი, კარგად გამომდის, თუმცა შეცდომებიც ბევრი მაქვს, ალბათ. მთავარი ჯანსაღი აზროვნებაა, განათლება და მიზანი. ყოველდღე უნდა იყო უკეთესი, ვიდრე იყავი გუშინ“, - ამბობდა ტასოს დედა მოდელი სალომე ღვინიაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.



⭕ ასევე დაგაინტერესებთ: