Digest Logo

🎥 „უნდა ისწავლოთ სხეულთან კავშირი...რას ვჭამთ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“ - როგორ გავთავისუფლდეთ სტრესით გამოწვეული გულის აჩქარებისგან? - ექიმის რჩევები

1725542425
ლაშა ჯაყელი

ექიმი ლაშა ჯაყელი, რომელიც 12 წლის განმავლობაში ამერიკაში მუშაობდა და საკმაოდ ბევრი გამოცდილება დააგროვა, საზოგადოებას პერიოდულად რეკომენდაციებს უზიარებს.

როგორც თავად ამბობს, ექიმად გახდომის მიმავალ გზაზე ბევრი გაუფილტრავი სიმართლე აღმოაჩინა, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია და მზადაა ისაუბროს გარკვეულ სამედიცინო პროცედურებზე, რომელთა მსხვერპლი მსოფლიოში ასობით ადამიანი ხდება.

ამჯერად ასა ჯაყელი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც სტრესით გამოწვეულ გულის აჩქარებასა და მისი მკურნალობის გზებზე საუბრობს.

„ასეთ დროს აუცილებელია სუნთქვითი ტექნიკების სწავლა. უნდა ისწავლოთ სხეულთან კავშირი და ფიქრები უგულებელვყოთ. შეგვიძლია დავაკვირდეთ ჰაერის ნაკადსა და ტემპერატურას. შენი სხეული არის სიმშვიდის ნატურალური წყარო, რომელშიც შესვლა და დაკვირვება უნდა ვისწავლოთ.

როდესაც გონებას და ფიქრებს ავყვებით, უფრო გვითრევს მორევში ეს ყველაფერი. უნდა ამოიღოთ ასევე პროცესირებული საკვები რაციონიდან, ასევე შაქრები. რას ვჭამთ და რას ვიღებთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მცენარეებისა და ხილი მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის.

სუნთქვითი პრაქტიკები კი ჩემს გვერდზე დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ“, - ჰყვება ლაშა ჯაყელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დინამოს ექიმი ფოკუზნიკ...“ - Geo Team-ი დავით ხარაბაძის სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

⭕„გასეირნება ბათუმში...“ - თიკა ფაცაცია ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

⭕„ბავშვებთან იყავით განსაკუთრებით ყურადღებით...“ - გოგა მანია საზოგადოებას აფრთხილებს