Digest Logo

🎥 „ვარ 120 კილო და ვიწყებ ბრძოლას!“ - ნანუკა გულუა ახალი პროექტის სამზადისში

1777553069
ნანუკა გულუა

ტელეკომპანია „იმედის“ პოპულარულ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ახალი რუბრიკა - „მე შემიძლია“ იწყება. პროექტის ავტორი და წამყვანი მსახიობი ნანუკა გულუა იქნება, რომელიც მაყურებელს წონის კლებისა და ცხოვრების წესის შეცვლის პერსონალურ გამოცდილებას გაუზიარებს.

როგორც მსახიობი აღნიშნავს, პროექტის იდეა დიდი ხნის წინ გაუჩნდა. მას სურდა შეექმნა სივრცე, სადაც ადამიანები გუნდურად, პროფესიონალების მეთვალყურეობის ქვეშ შეძლებდნენ სასურველი შედეგის მიღწევას.

„გამოვაცხადეთ ქასთინგი და სულ რაღაც ორ დღეში 500-ზე მეტი განაცხადი მივიღეთ. საბოლოოდ შევარჩიეთ ოთხი ადამიანი, რომლებთან ერთადაც ამ მარათონს მეც გავივლი. ამ ეტაპზე 120 კილოგრამს ვიწონი და ამ გუნდის ლიდერი ვარ. ჩვენ სამუდამოდ ვცვლით კვებისა და ცხოვრების რეჟიმს და თქვენ ამას ყველაფერს ნახავთ გადაცემაში“, - ამბობს ნანუკა გულუა.

გულუას თქმით, პროექტი „მე შემიძლია“ არ იქნება მხოლოდ დიეტა - ეს იქნება მოტივაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მარათონი, რომელიც ბევრ ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას დაუბრუნებს.