
ყოველ წელს, როცა გაზაფხული დგება, სითბო იმატებს, იღვიძებს ბუნება და დაძინებული ქვეწარმავლები. გველის გაღვიძება დამოკიდებულია გარემო პირობებზე, ანუ ტემპერატურაზე.
რაც უფრო მაღლა ადის ტემპერატურა, უფრო ხშირია ადამიანებთან შეხვედრა, რადგან გველების გადაადგილება უკვე გრილი ადგილებისკენ მიდის, სადაც უფრო შეაფარებენ თავს. გადამეტებული სიცხე გველს კლავს, ამიტომ ეძებენ ისეთ ადგილებს, სადაც გრილა: სარდაფი, სადარბაზო.
შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეწარმავლების სეზონი უკვე დაიწყო. როგორ უნდა დავიცავთ თავი ქვეწარმავლებისგან - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ჰერპეტოლოგმა შოთა ზანდუკელმა ისაუბრა:
„გველი ვერ აღიქვამს უძრავ სხეულს, აქედან გამომდინარე, რომ გავშეშდეთ და 100 გიურზა დავყაროთ, არც ერთი არ გვიკბენს. როგორც კი გავინძრევით, რა თქმა უნდა საფრთხეს იგრძნობს.
გაშეშება ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა, თუმცა ეს ის მომენტია, როცა თავზე წაადგებით გველს.
ხომ შეიძლება ადამიანი დაიბნეს, ვერ მოახერხოს გადახტომა, ან უბრალოდ მოხუცია - უბრალოდ გაშეშდით!
ამ დროს კარგავს გველი ინტერესს და საფრთხედ ვეღარ აღგიქვამთ“, - ამბობს შოთა ზანდუკელი.
ასევე დაგაინტერესებთ: