Digest Logo

🎥 ვინ აგებს პასუხს, როცა მომხმარებელი ინფლუენსერის რეკლამით ზარალდება? - თამარ კერძაიას რჩევები

1779861769
თამარ კერძაია

სოციალურ ქსელებში პირადი კონტენტისა და მარკეტინგის შერწყმამ დღეს ბევრი მომხმარებელი დააბნია. ვალდებულია თუ არა ინფლუენსერი, საზოგადოებას აცნობოს, რომ ამა თუ იმ პროდუქტს არეკლამებს და რა ხდება მაშინ, თუ მომხმარებელი შეცდომაში შევიდა ან დაზარალდა? აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სამართლის ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ კერძაიამ ისაუბრა.

„ინფლუენსერის მიერ პროდუქტის რეკომენდაცია იმ შემთხვევაში ითვლება რეკლამად, თუ მას კომერციული სახე აქვს, ანუ პირი ამ ინფორმაციის გავრცელებისთვის ფინანსურ სარგებელს იღებს. მართალია, „რეკლამის შესახებ“ კანონი იმ პერიოდში შეიქმნა, როდესაც ინფლუენსერის პროფესია საერთოდ არ არსებობდა, თუმცა ის არეგულირებს თავად საქმიანობას - რეკლამას, რომელიც ახალი ხილი ნამდვილად არ არის. სანამ კანონმდებლობაში ეს სფერო დეტალურად მოწესრიგდება, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ნორმები, რომლებიც უშუალოდ ინფლუენსერებზეც ვრცელდება.

იმ სივრცეში, სადაც ახლა ვფუნქციონირებთ, მომხმარებლისთვის რთულია ზღვრის გავლება პირად მოსაზრებასა და რეკლამას შორის, რადგან სოციალურ ქსელში ადამიანები პირად კონტენტსაც აზიარებენ და კომერციულსაც. თუმცა, სამართლებრივად ეს მიჯნა მარტივია: მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ფინანსური სარგებელია. თუ ინფლუენსერი უბრალოდ საკუთარ აზრს გამოხატავს და აღნიშნავს, რომ კონკრეტული პროდუქტი მოეწონა, ეს პირადი სივრცეა, მაგრამ თუ მას ამაში უხდიან, ეს უკვე პირდაპირი კომერციული ინტერესია“, - აღნიშნა თამარ კერძაიამ.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕  2026 წლის ზაფხულის მთავარი ფავორიტები - ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელთათვისაც მომდევნო თვეები განსაკუთრებით ხელსაყრელი აღმოჩნდება

⭕ „ახალი ფეხსაცმლის პრაქტიკა იღბლისთვის“ - თამუნა იოსელიანის რჩევები

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში