
საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ალექსანდრე ბოლქვაძე სტუმრად გადაცემაში „რელიგიური საკითხები გიორგი დარასელიასთნ“ ერთად იმყოფებოდა, სადაც წინასააღდგომო მარხვაზე ისაუბრა:
„მთავარი საფუძველი მარხვის და ყოველივე სიკეთის არის სიყვარული. ყველაზე დიდი სიყვარული არის უფლის სიყვარული. ჭეშმარიტება უნდა გავაგებინოთ ხალხს და ჩვენ როგორც სასულიერო პირები საზოგადოების ინფორმაციულობას უნდა შევუწყოთ ხელი. ქრისტიანი რასაც აკეთებს, მხურვალედ უნდა გააკეთოს. როდესაც ადამიანი შეიმეცნებს ქრისტიანობას, იმდენად დიდი განძია და აღმატებული, პირველი ეუფლება ის, რომ სხვასაც გადასდოს და სხვაც გაახაროს.
უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა მივბაძოთ და ეტალონი უნდა იყოს წმინდა ღირსი მამები. წმინდა პაისი, ანტონ დიდი, სერაფიმ საროველი და ა.შ. ზოგმა იცის თმა რომ ცოდვებში ვარ, ვმრუშობ და რა აზრი აქვსო.
დაგიფასდება აუცილებლად ჭიქა წყალსაც, რომ მიაწოდებ სხვას ესეც და ისიც, რომ 48 დღე ხორცს, რძის ნაწარმს არ შეჭამ. აუცილებლად ყველაფერს ხედავს უფალი.
ზოგიერთი ამბობს, რომ უგემური უნდა იყო საკვები მარხვაშიო. რატომ ბერებს თუ შეუძლიათ შეჭამონ ნორმალური საკვები, რატომ არ შეუძლია ერისკაცს. მარხვა არის ძლიერი ფიზიკური მონაცემების ადამიანებისთვის. რჯულის კანონში წერია, რომ თუ იქნება უძლურება, დიდი მარხვის ვნების შვიდეულშიც კი შეუძლია ჭამოს თუნდაც ყველაფერი“, - ამბობს მამა ალექსანდრე ბოლქვაძე.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე ლამაზი და კეთილშობილი...“ - თიკა ფაცაცია ახალ კადრებს გვიზიარებს
⭕„დიდი გრიალი მიბრძანებია...“ - ნინი შერმადინი ლონდოში კონცერტს გამართავს