Digest Logo

„ვინც ბიჭს ანიჭებს ზოგადად უპირატესობას, მას არ უნდა ჰქონდეს შვილის ყოლის უფლება“ - რას წერს ლევან შელეგია

1768417469
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ უმაღლეს განათლებას მხოლოდ ის უნდა იღებდეს, ვისაც ეს თვითონ უნდა და სხვა ალტერნატივას არ განიხილავს.

გარდა ამისა, ექიმი ამბობს, რომ ვინც ბიჭს ანიჭებს ზოგადად უპირატესობას, მას არ უნდა ჰქონდეს შვილის ყოლის უფლება:

„1.სიკეთეს კეთება + მოლოდინი = 🥹

2. სიკეთეს კეთება - მოლოდინი = 🥳

3. საკუთარი თავის აღიარება, ფერება, ქება აუცილებელი წინაპირობაა ჯანსაღი თვითშეფასებისთვის. რა თქმა უნდა, ზომიერების და გონიერების ზედამხედველობის ქვეშ. 3. „კარგი ოჯახის შვილია” - ეს ძალიან ცოტას ნიშნავს, თუ არ ვარგა თვითონ.

4. არც ეკლესიაში მოსიარულე ნიშნავს ავტომატურად რწმენის მქონეს. რწმენა პირველ რიგში შინაგანი პროცესია.

5. ყველაზე მტკივნეული ალბათ დაგვიანებული და უშანსო სინანულია.

6. ვინც ბიჭს ანიჭებს ზოგადად უპირატესობას, მას არ უნდა ჰქონდეს შვილის ყოლის უფლება.

7. ვისაც შვილი სიბერეში წყლის მომწოდებლად უნდა, არც მას უნდა ჰყავდეს შვილები.

8. უმაღლეს განათლებას მხოლოდ ის უნდა იღებდეს, ვისაც ეს თვითონ უნდა და სხვა ალტერნატივას არ განიხილავს.

9. არსებობს უამრავი აუცილებელი, საინტერესო, პატივსაცემი პროფესია უნივერსტეტების გარეშე თუ მიღმა.

10. სიგარეტის მოწევა არა მწევლებთან ერთად დახურულ სივრცეში, მათი ნებართვის გარეშე, სხეულის მძიმე დაზიანებაა და უნდა ისჯებოდეს.

11. მელატონინს თუ იღებთ, იმყოფინეთ 0,3 - 0,5 მგ. ამაზე მეტი უკვე ზედოზირებაა და ხანგძლივად შეიძლებს გამოიწვიოს გულის უკმარისობა.

12. არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების ერთკვირიანი მიღება უკვე აორმაგებს გულის ინფარქტის რისკს. არასრული სია: 📌იბუპროფენი 📌ნაპროქსენი 📌დიკლოფენაკი გულის მხრივ ნეიტრალურია პარაცეტამოლი.

13. პანიკური აშლილობისას გაუგებარია პაციენტის რამდენიმე მედიკამენტით გაჭყეპა. არასწორია ასეთ დროს ანტიფსიქოზურების გამოყენება.

14. ორგაზმი არ უნდა იყოს სექსის თვითმიზანი.

15. რადგან ამას საქართველოში სკოლები არ აკეთებენ (თუ ვცდები, გამისწორეთ), აუცილებელია ბავშვისთვის ელემენტარული სქესობრივი განათლების ოჯახში მიწოდება.

16. სქესობრივი განათლების მიცემით გოგო არ გაგიბოზდებათ, არც ბიჭი გახდება ელჭიპიტი. ისინი იქნებიან დაცული დაავადებებისგან, არასასურველი ორსულობისგან, აბორტებისგან, არასწორი სექსისგან, ტრავმებისგან.

17. როგორც ვსწავლობთ სხეულის ჰიგიენას, ასევე უნდა ვისწავლოთ ფსიქოჰიგიენა.

18. როცა ძალადობ, არ გიყვარს.

19. როცა აშინებ, არც მაშინ გიყვარს.

20. ყველაზე გულწრფელი ადამიანი არის ორგაზმამდე რამდენიმე წამით ადრე: ვისზეც და რაზეც ფიქრობ ამ დროს, რასაც უშუალოდ ორგაზმამდე მიჰყავხარ, ეგ არის შენი რეალური სექსუალური ორიენტაცია და გემოვნებ“, - წერს ლევან შელეგია. 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორ ვლინდება ნევროზულობა ბავშვებში და რას მივაქციოთ ყურადღება - ინგა მამუჩიშვილი მშობლებს აფრთხილებს

„როცა გონება დუმდება, უსასრულო ცნობიერების ოკეანე შობს ნეტარებას...“ - რას წერს პიროვნული ზრდის მენტორი

„ხელი შეუწყვეთ დედმამიშვილებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას...“ - ფსიქოთერაპევტის რეკომენდაცია მშობლებს