ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნანა ფიფია სოციალურ ქსელში მშობლებს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს აძლევს და ურჩევს, რომ დედმამიშვილებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას ხელი უნდა შეუწყონ.
მისი თქმით, დედმამიშვილობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ახლო კავშირი და ურთიერთობაა, რომელიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, მთელი მისი ცხოვრების მანძილზე:
„მშობლებო, ხელი შეუწყვეთ დედმამიშვილებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ახლო კავშირი და ურთიერთობაა, რომელიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, მთელი მისი ცხოვრების მანძილზე.
პერიოდულად, დაგეგმეთ ისეთი აქტივობები და თამაშები, რომელიც ორივეს მოსწონს და ახარებს;
ხელი შეუწყვეთ სოციალური უნარების განვითარებას. რაც გულისხმობს თანამშრომლობას, გაზიარებას, უთანხმოების/კონფლიქტის მოგვარების მისაღები გზების სწავლებას;
არასდროს განასხვაოთ ისინი. ბავშვი ყველაზე კარგად გრძნობს ყველა ნიუანსს, რაც ემოციას უკავშირდება“, - წერს ნანა ფიფია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: