Digest Logo

🎥 ვირუსები, რომელთა პრევენცია ორსულობამდე უნდა მოხდეს - ექიმის რჩევები

1728543609
მალვინა ჯავახაძე

ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მალვინა ჯავახაძე სტუმრად გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო იმყოფებოდა“, სადაც იმ ვირუსებზე ისაუბრა, რომელთა პრევენცია ორსულობამდე უნდა მოხდეს.

„არის მთელი რიგი ინფექციები, რომელთა პრევენცია და გამოკვლევა ორსულობამდე უნდა მოხდეს. ტოქსოპლაზმა, წითურა, ციტომეგალო ვირუსი და ჰერპეს-ვირუსი. ეს ოთხი ვირუსია, რომლებიც ორსულობამდე უნდა გამოვიკვლიოთ. აი მაგალითად თუ ტოქსოპლაზმა ქალმა გადაიტანა ექვსი თვით ან ერთი წლით ადრე მაშინ კარგია და ნიშნავს, რომ ორსულობისთვის მზად არის. უნდა მოვერიდოთ ცხოველებთან კონტაქტს და დავიცვათ თავი. ტოქსოპლაზმა თუ ორსულს შეხვდა, მას შეუძლია ნაყოფის დაზიანება“, - აღნიშნა მალვინა ჯავახაძემ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ქვემო ქართლში დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის განადგურების მცდელობის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - ჯორჯ ბალდოკმა ბოლოს საქართველოსთან გამართულ მატჩში ითამაშა

ფლორიდაში „მილტონის“ გამო 2 მილიონზე მეტი შენობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა