
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა, რომელსაც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ და მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
მასწავლებლის დღის დაწესება 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს სათავეს და მისი საერთშორისო დღედ გამოცხადების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. იუნესკო მიიჩნევს, რომ მასწავლებლის საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის გამოცხადება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
ყოველწლიურად, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, 5 ოქტომბერს პედაგოგები პროფესიულ დღესასწაულს ზეიმობენ და მათ შორის არც საქართველოა გამონაკლისი.
ასევე დაგაინტერესებთ: