„ყველაფერი მტკივა, მაგრამ ანალიზები ნორმაშია…“
„გული მიჩქარდება, სუნთქვა მიჭირს, თავბრუ მეხვევა…“
„კუჭი მაწუხებს, თავი მტკივა, ძალა აღარ მაქვს…“
და კიდევ უამრავი მსგავსი ჩივილი.
ჩნდება კითხვა: თუ მიზეზი ანალიზებში არ ჩანს, მაშინ რა ხდება? რა შეიძლება იწვევდეს მსგავს სიმპტომებს?
ზოგიერთ შემთხვევაში მსგავსი ჩივილები შესაძლოა ფსიქოსომატურ მექანიზმებთან იყოს დაკავშირებული.
ანალიზების რეფერენტულ დიაპაზონში ყოფნა არ ნიშნავს, რომ სიმპტომი „მოგონილია“.
სიმპტომები რეალურია. უბრალოდ, ზოგჯერ მათ წარმოქმნასა და გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს ადამიანის ემოციური მდგომარეობა და ნერვული სისტემის ფუნქციური მდგომარეობა ასრულებს.
ხანგრძლივმა შფოთვამ, სტრესმა, ემოციურმა გადატვირთვამ და დაუმუშავებელმა ემოციებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ნერვულ სისტემაზე და შესაბამისად, გააძლიეროს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:
• თავისა და კისრის ტკივილი
• გულისცემის აჩქარება
• ქოშინი ან ჰაერის უკმარისობის შეგრძნება
• თავბრუსხვევა
• კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი
• კუნთების დაჭიმულობა
• დაღლილობა და ენერგიის დაქვეითება
• ძილის დარღვევა
• კანკალი და ოფლიანობა
• დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება
სხეული და ფსიქიკა ერთმანეთისგან განცალკევებული სისტემები არ არის - ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული და მათში მიმდინარე პროცესები ურთიერთზემოქმედებს.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, სიმპტომებს მხოლოდ ერთი მიმართულებით არ შევხედოთ. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა როგორც ნევროლოგიური შეფასება, ისე ფსიქოთერაპიული მიდგომა.
თუ თქვენი სხეული მუდმივად მიგანიშნებთ, რომ დახმარება სჭირდება, ნუ შეეგუებით ამ მდგომარეობას და ნუ ეცდებით მხოლოდ „სიმპტომის მკურნალობას“.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პლუტონი მერწყულში: ფულის ახალი ეპოქა - „იცვლება ისიც, ვის ხელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ძალაუფლება“
⭕რას განსაზღვრავს შარდის ფერი და როგორ ამოვიცნოთ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე? - უროლოგის განმარტება