Digest Logo

🎥 „ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარი, რომელსაც უნდა დავხვდეთ და გავუმასპინძლდეთ, ყოველთვის ვართ თავად ჩვენ“ - ალექსანდრე ჯეჯელავას რეკომენდაცია

1748871190
ალექსანდრე ჯეჯელავა

ტრენერი, სპიკერი და კონსულტანტი, განათლების სამინისტროს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარი თავის სიყვარულზე, პატივისცემაზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

როგორც მან თქვა, ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარი, რომელსაც უნდა დავხვდეთ და გავუმასპინძლდეთ, ყოველთვის ვართ თავად ჩვენ:

„წარმოიდგინეთ თქვენ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი. ამას რომ ვამბობ, ზოგს მამა წარმოუდგება, ზოგს შვილი, ზოგს მეუღლე. 

აი, სტუმარი ჩამოგივიდათ, მნიშვნელოვანი ვიღაც, მაგალითად პრეზიდენტი. რას გააკეთებდით? პირველ რიგში, გეგმაში შეიტანდით მასთან გასატარებელ დროს, აქ წავიყვან, იმას ვაჭმევ და თუ გეგმას შეგიცვლიდათ, დაეთანხმებოდით. ჰოდა გყავთ ასეთი ადამიანი, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახავთ. 

ყველაზე მთავარი სტუმარი გყავთ ჩამოსული, ცა გაიხსნა და მოვიდა და ეს შენ ხარ. გეგმაში შეიტანეთ, რომ ხვალ დავასვენებ, ვიცი, რომ იღლება. ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარი , რომელსაც უნდა დავხვდეთ და გავუმასპინძლდეთ, ყოველთვის ვართ თავად ჩვენ“, - ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა ხდება კანონით, როცა არასრულწლოვანი პაციენტი ორსულადაა? - თამარ კერაძაიას რჩევები

🎥 „ახლა არ შეიძლება თქვენი გაჩერება, რადგან ვარსკვლავური დრო გაქვთ“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

⭕„ჩემი ულამაზესი ოჯახი“ - რა კადრებს გვიზიარებს თიკა ფაცაცია