Digest Logo

🎥 რა ხდება კანონით, როცა არასრულწლოვანი პაციენტი ორსულადაა? - თამარ კერაძაიას რჩევები

1748854231
თამარ კერაძაი

საქართველოში 18 წლამდე პირის ორსულობა განსაკუთრებულ ყურადღებას და კანონის შესაბამის რეაგირებას მოითხოვს. შესაძლოა საქმე ეხებოდეს სექსუალური კონტაქტის კანონიერებას, რაც დამოკიდებულია ორსულის ასაკზე და პარტნიორის ასაკზე. ამ დროს შესაძლოა საქმეში სოციალური მუშაკი ან ფსიქოლოგი ჩაერთოს, განსაკუთრებით თუ ოჯახი არ არის მხარდაჭერით განწყობილი.

არასრულწლოვან პაციენტთა უფლებები, სად გადის ზღვარი მშობლის გადაწყვეტილებასა და ბავშვის სურვილს შორის?! - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სამართლის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ კერძაიამ ისაუბრა.

„არასრულწლოვან პაციენტის შემთხვევაში, ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების გასაწევად კანონის ზოგადი წესის გათვალისწინებით აუცილებელია, მშობლის ან სხვა მისი კანონიერი პირის წარმომადგენლის თანხმობა.

როცა არასრულწლოვან პაციენტს ექიმთან მიჰყვება ერთ-ერთი მშობელი, აქ არ არის ვალდებულება ექიმმა არკვიოს არის თუ არა მეორე მშობელიც თანახმა, თუ კი ერთ-ერთი მშობელი თანახმაა. გამონაკლისი შემთხვევაა არის თუ კრიტიკულად მნიშვნელოვნად პროცედურას იტარებს არასრულწლოვანი და ამ ქირურგიულმა ჩარევამ შეიძლება მასზე არსებითი გავლენა მოახდინოს, ამ დროს აუცილებელია ორივე მშობლის თანხმობა.

ის, რომ არასრულწლოვანი პაციენტის ექიმთან ვიზიტს სჭირდება მშობლის თანხმობა ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა იყოს პაციენტის აზრი გათვალისწინებული, აქ არის 2 კრიტერიუმი - ბავშვის ასაკი და მისი გააზრების ხარისხი.

კანონმდებლობით არის დადგენილი, რომ 16 წლიდან - 18 წლამდე ასაკის პირისთვის ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის დროს აუცილებელია პაციენტის თანხმობა, მაგრამ უნდა იყოს ასევე ინფორმირებული მშობელიც. 

თუ არის გადაუდებელი შემთხვევა და არასრულწლოვანი არ იმყოფება გონზე აუცილებელია მშობლის თანხმობა, იმ შემთხვევაში თუ ვერ ხდება მშობელთან დაკავშირება და პაციენტისთვის ყველა წუთი გადამწყვეტია ასეთ დროს ექიმი და სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები და ჩაატაროს თუნდაც ოპერაცია.

რაც შეეხება არასრულწლოვნების ასაკში ორსულობას ამ დროს პაციენტს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას კონფიდენციალურად და თუ ექიმი ჩათვლის, რომ პაციენტს ეს ყველაფერი აქვს გათვითცნობიერებული მას შეუძლია მშობლებს არ მიაწოდოს ინფორმაცია და დაიცვას კონფიდენციალურობა. 

ხოლო თუ  არასრულწლოვანი პაციენტი იკეთებს აბორტს ამ შემთხვევაში აუცილებელია მშობლის თანხმობა, მაგრამ თუ პაციენტს არ სურს აბორტის გაკეთება და ეს მშობლის სურვილია ამ დროს შესაძლებელია ჩაერთოს სასამართლო და დაჩქარებული წესით მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, თუმცა დაუშვებელია არასრულწლოვანი პაციენტის თანხმობის გარეშე აბორტის გაკეთება“, - ამბობს თამარ კერძაია. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ახლა არ შეიძლება თქვენი გაჩერება, რადგან ვარსკვლავური დრო გაქვთ“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

🎥 „ელოდეთ სიახლეს პირად ურთიერთობებში“ -  2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕„ჩემი ქალიშვილი ჩვენთან 9 საოცარი წელი ცხოვრობდა...“ - რას ჰყვება ლუის ენრიკე გარდაცვლილ შვილზე