Digest Logo

🎥 „ზედმეტად გადაყოლა ბავშვზე შეიძლება იყოს, დამცირების ტრავმა...“ - როგორ ამოვიცნოთ ტრავმები: თათა გიორგობიანი

1771952626
თათა გიორგობიანი

როგორ მოვიშოროთ და ამოვიცნოთ ბავშვობის ტრავმები? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დღის პოსტი“ მომღერალმა და ფსიქოლოგმა, თათა გიორგობიანმა ისაუბრა.

მისი თქმით, ზოგჯერ ბავშვის შექება, შესაძლოა დამცირების ტრავმად იქცეს:

„ძირითადად ბავშვობის ტრავმები არის ხუთი სახის: უარყოფის, მიტოვების, ღალატის, დამცირების და უსამართლობის.

ზოგჯერ არ ესმით რას ნიშნავს ღალატის ტრავმა. მაგალითად: მშობელი არ ასრულებს დაპირებებს. მშობელი ბავშვის საიდუმლოებებს ამხელს. ან მამასთან, ან მეგობრებთან. ამას ბავშვი აღიქვამს, როგორც ღალატს და მთელი ცხოვრების განმავლობაში ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს ნდობის პრობლემები.

მშობელს რაც ჰგონია, რეალურად ბავშვი სხვა რამეს გრძნობს, ყოველთვის უნდა ვიმსჯელოთ ბავშვის გადმოსახედიდან, შექება არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ტრავმას არ ვაყენებთ. ზოგჯერ ზედმეტად გადაყოლა და გადამეტება იწვევს დამცირების ტრავმას. ბავშვს არ აქვს ის განცდა, რომ არის ავტონომიური და შეუძლია რაიმეს გაკეთება მარტო.

ზოგჯერ შესაძლოა იყოს რაღაცები განზრახ დავიწყებული, რადგან ეს იყო წარსულის ტკივილები. ზოგადად როცა რაღაც არ გვახსოვს, სიცარიელეა და ემოციური მუხტი არ არის. თუ გარკვეულ დაბნეულობას და დაძაბულობას ვგრძნობთ, ნიშნავს რომ იყო რაღაც ისეთი, რაც ფსიქიკამ აირჩია რომ დაევიწყებინა“, - აღნიშნა თათა გიორგობიანმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მერკურის აქტიურობა ფინანსურ და პირად გადაწყვეტილებებზე აისახება

⭕„დედის და მამის გულის ყველაზე დიდი სინათლე ხარ“ - დუეტი „ლეონის“ შვილი იუბილარია

⭕„ცხოვრება? - შეგიძლია სხვაგვარი აირჩიო, თუ განვითარებისა და მსახურების უკეთეს შესაძლებლობას მოგცემს.... და ღმერთი? ამის პასუხი არავის აქვს“ - რას წერს გია მურღულია