ძილი ჩვენი სხეულის ყველაზე უხილავი, მაგრამ გადამწყვეტი ფუნდამენტია. როცა გვძინავს, ორგანიზმი ახდენს განახლებას, ტვინი ალაგებს ინფორმაციას, ხოლო ემოციები პოულობენ ბალანსს. ჯანმრთელობა იწყება სწორედ იქიდან, სადაც სხეული სიჩუმესა და დასვენებას იპოვის. თანამედროვე ცხოვრების რიტმში ძილი ხშირად მსხვერპლად ეცემა საქმიანობასა და სტრესს, თუმცა სინამდვილეში ის არ არის ფუფუნება - ესაა აუცილებელი ბირთვი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ენერგიას, განწყობას და თვითონ სიცოცხლის ხარისხს.
აღნიშნულ თემაზე ძილის სპეციალისტმა ნათია ოკუჯავამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა:
„ძილი პირდაპირ კავშირშია ასაკთან. ახალშობილები დღის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებენ, 3 თვიდან იწყება გამოყოფა ძილ-ღვიძილის. სკოლის ასაკისთვის ეს უკვე სხვანაირ სახეს იღებს. თინეიჯერებს უფრო მეტი ძილის სჭირდებათ, ვიდრე უმცროსი სკოლის მოსწავლეს.
ასაკის მატებასთან ერთად ძილის სტრუქტურა და ხანგრძლივობა იცვლება. ხანდაზმულებში არ უნდა ველოდოთ, რომ ისინი ზუსტად ისე დაიძინებენ, როგორც ახალგაზრდები. მათთან ძილი ხდება ზედაპირული და ხანმოკლე. ხანდაზმულთათვის 6-7 საათი უწყვეტად საკმარისია. ასაკში ღრმა ძილი იშვიათია.
ხშირია ძილ-ღვიძილის დარღვევები ასაკში, რასაც თავისი მიზეზი აქვს, მაგალითად სომატური დაავადება, სახსრების ტკივილი, სუნთქვის დარღვევა, დემენცია, ალცჰაიმერი“, - ამბობს ნათია ოკუჯავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 2 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ნოემბერში მოულოდნელი ცვლილებები ელოდება