საზოგადოებაში გავრცელებულია მითი, თითქოს ზღვის ან აუზის წყლით კლასიკური სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (მაგალითად: ქლამიდია, გონორეა, ტრიქომონიაზი) გადადებაა შესაძლებელი. გინეკოლოგები განმარტავენ, რომ ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. ამ ტიპის ბაქტერიები და ვირუსები გარე სამყაროში, მით უმეტეს დიდ წყალში ან ქლორირებულ აუზში, მომენტალურად კვდებიან და მათი კონცენტრაცია გადადებისთვის საკმარისი არ არის.
თუმცა, წყალში მაინც არსებობს სხვა ტიპის საფრთხეები. აღნიშნულ საკითხზე გინეკოლოგ/რეპროდუქტოლოგმა მანანა მგალობლიშვილმა გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა:
„ცურვა ძალიან კარგია თუ დავიცავთ კარგ წესებს. სინესტე და სითბო იდეალურ გარემოს ქმნის სოკოვანი ინფექციებისა და ბაქტერიული ვაგინოზის განვითარებისთვის. როდესაც სველი ქსოვილი დიდხანს ეხება სხეულს, ირღვევა ვაგინალური მიკროფლორის ბუნებრივი ბალანსი (pH ლორწოვანზე), რაც გზას უხსნის პათოგენური ბაქტერიების გამრავლებას. რეკომენდაციაა, რომ წყლიდან ამოსვლისთანავე აუცილებლად გადაივლეთ სუფთა, გამდინარე წყალი (ქლორისა და მარილის ჩამოსაბანად) და სასწრაფოდ გამოიცვალეთ მშრალი, სასურველია ბამბის თეთრეული ან სხვა საცურაო კოსტიუმი. ნუ დაელოდებით მის ტანზე მზისით გაშრობას“, - ამბობს მანანა მგალობლიშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ 13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი: რომელი ნიშნებისთვის იქნება დღე განსაკუთრებით იღბლიანი
🎥 „გული კინაღამ გამისკდა სიხარულისგან“ - ბაბი კირკიტაძე კანიე უესტის გრანდიოზულ კონცერტს ეხმაურება
⭕ ჰოლივუდმა დევიდ ბეკჰემი დააფასა: ფეხბურთის ლეგენდას „დიდების ხეივანში“ ვარსკვლავი გაუხსნეს