Digest Logo

🎥 ზიანი თუ სარგებელი: რა უნდა იცოდეთ ყინულის კუბებით სახის გაწმენდის დროს? - დერმატოლოგის რჩევები!

1751277683
 ნინო სანოძე

ცხელ ამინდში სახის ყინულის კუბებით გაწმენდა, ოდნავ გაცივება და ამავდროულად, შეშუპების მოცილება საკმაოდ სასიამოვნო პროცესია, თუმცა სილამაზის ეს ტექნიკა ყველასთვის შესაფერისი არ არის და შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს კანი.

ყინულის კომპრესები მართლაც ეფექტურად აშორებს შეშუპებას, ასევე ხსნის სიწითლეს და ქავილს. მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ საუბარია მხოლოდ სიმპტომების დროებით ლოკალიზაციაზე და არა მკურნალობაზე. ყინულის კუბურები არ ამცირებს ნაოჭებს, არ ამკვრივებს კანს, არ არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას და რა თქმა უნდა, არ ანიჭებს კანს ბზინვარებას.

ვისთვის არ შეიძლება ყინულის კუბიკების გამოყენება ზაფხულში - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატოლოგი ნინო სანოძე საუბრობს და საჭირო რჩევებს გვიზიარებს. 

„გაგრილებისთვის ხშირად იყენებენ ყინულის კუბებს, მას არ ახასიათებს ალერგიული რეაქციები, თუმცა არის შემთხვევა, როდესაც ადამიანს აქვს წიაღების ანთება და შეიძლება გაცივდეს ადამიანი და ამან გამოიწვიოს ჰაიმორიტი. 

სწორედ ამ ყინულის კუბიკებმა შეიძლება გამოიწვიოს ეს პრობლემა, რადგან როცა ძალიან გცხელა იმის რეგულაცია, რომ სახეზე დავიდეთ ყინული და შემდეგ გავგრილდეთ თუნდაც კონდიციონერთან ცუდია, ამის ხარჯზე შეიძლება გაცივდეთ კიდეც. 

მე ვურჩევ ადამიანებს, უბრალოდ სახლის პირობებში წყლის საფენები დაიდოს სახეზე, ამით არავინ დაზარალდება არასოდეს, დატენიანდება კიდეც და გაგრილდება, ეს არის უფრო მარტივი და უსაფრთხო ხერხი“, - ამბობს დერმატოლოგი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რთულ პერიოდში, ცოტაოდენი სინათლე ვიპოვეთ...“ - მაკა კვიციანის გულახდილი აღიარება

🎥 „შეიძინეთ ლატარიის ბილეთი, ახლა თქვენი დროა!“ - მიხეილ ცაგარელის თქმით, ეს კვირა იღბლიანია ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

⭕გიორგი გველესიანი ესპანეთში მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად ისვენებს - წყვილი კადრებში ბრწყინავს