Digest Logo

🎥 „ზოგჯერ ზებრა შუქნიშნის გარეშეა, რაც ბავშვისთვის გადასვლას ართულებს“ - რა უნდა ვასწავლოთ პატარებს გზაზე მოძრაობის შესახებ: ეკა ლალიაშვილის რჩევები

1792506184
 ეკა ლალიაშვილი

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი საზოგადოებას ბავშვებისთვის საგზაო მოძრაობის წესების ადრეული ასაკიდანვე სწავლების აუცილებლობაზე მოუწოდებს.

ლალიაშვილის განმარტებით, საბავშვო ბაღის ასაკიდანვე მნიშვნელოვანია ბავშვმა გაიაზროს, რომ წესების დაცვა მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის გადამწყვეტია:

„საბავშვო ბაღის ასაკიდანვე არის აუცილებელი, ბავშვებმა იცოდნენ გზაზე მოძრაობის და გადაადგილების წესები. აუცილებელია, გააზრებული ჰქონდეთ ის, რომ წესების დაცვა აუცილებელია, რადგან არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მათი ჯანმრთელობისთვის.

პირველ რიგში, უნდა იცოდნენ გზაზე გადასვლის წესი, რომ უნდა იპოვონ ზებრა გადასასვლელი, სადაც ნებადართულია ქვეითისთვის გადასვლა. ზოგჯერ რეგულირებულია შუქნიშნით, თუმცა გვხვდება მის გარეშეც ზებრები სამწუხაროდ. ბუნებრივია, ეს ბავშვისთვის ართულებს გადასვლას. ამ დროს არის უფროსი, მშობელი მაგალითი, თუმცა ზოგიერთი მთლად სახარბიელო მაგალითს არ აძლევს ბავშვებს. უნდა გავიხედოთ ჯერ მარცხნივ და შემდეგ მივიდეთ შუა გამყოფ ზოლამდე, კარგად მიმოვიხედოთ და ამის შემდეგ გადავკვეთოთ გზა.

ყურადღებით უნდა ვიყოთ აუცილებლად გზაჯვარედინებზე, შუქნიშანზე შესაძლოა მწვანე იყოს ანთებული ქვეითებისთვის მაგრამ, რაღაც მომენტში მანქანას მოუწიოს შეხვევა. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ ასეთ ადგილებში“, - აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მენსტრუალური ციკლი გოგომაც უნდა იცოდეს და ბიჭმაც“ - თათია ტუღუში სქესობრივ განათლებასა და საზღვრებზე: ბავშვის რა ასაკია ოპტიმალური ამ სახის განათლების მისაღებად?

⭕ ჰოლივუდური ელეგანტურობა: გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი გალა-საღამოს წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ

🎥 „რა უფლება გაქვს, შვილს ტელეფონი წაართვა, როცა თავად 24 საათი გიჭირავს?“ – რუსკა მაყაშვილი შვილების აღზრდის მეთოდზე

✕