ფეისბუკგვერდი - „პირველადი დახმარების ცენტრი“ სოციალურ ქსელში გაღვიძების რუტინის შესახებ გვიზიარებს რჩევებს, რომელიც დილაობით მარტივად გამოფხიზლებაში დაგვეხმარება.
„კარგი ძილი და გაღვიძების რუტინის მოწესრიგება დაგეხმარება დილაობით მარტივად გამოფხიზლებაში.
გაეცანი რჩევებს, როგორ დაიწყო დღე სწორად.
მიეცი საკუთარ თავს დრო: დაუთმე ძილს იმდენი დრო, რამდენიც იცი, რომ გჭირდება. ზრდასრულების უმეტესობას ძილისთვის დღე-ღამეში 7-9 საათი სჭირდება.
შეხსენება: როცა გადაწყვეტ, როდის დაიძინო, დააყენე ავტომატური შეტყობინება, რომელიც შეგახსენებს, რომ დროა დასაწოლად მზადება დაიწყო.
მოაწესრიგე ძილის გრაფიკი: შენი სხეული და გონება საუკეთესოდ მაშინ მუშაობს, როცა ერთსა და იმავე დროს იღვიძებ. აირჩიე გაღვიძების დრო, რომელიც შენი ცხოვრების წესს ერგება და ეცადე, ეს გრაფიკი რეგულარულად დაიცვა.
შეწყვიტე მაღვიძარას გადაწევა: snooze ღილაკის გამოყენება და პატარა შუალედებით ორჯერ ან სამჯერ გაღვიძება კიდევ უფრო წაგართმევს ენერგიას.
გაიღვიძე ბუნებრივ განათებაში: თუ ამის საშუალება გაქვს, ეცადე, ბუნებრივ განათებაში გაიღვიძო. ხოლო თუ არ გაქვს, გაღვიძებისას აანთე შუქი. ეს დაგეხმარება, რომ უფრო ბუნებრივად და სწრაფად გამოფხიზლდე.
კარგი ძილი და მოძრაობა განუყრელია: სხეულის მოძრაობა დაგეხმარება, უკეთ გამოფხიზლდე დილით და უკეთ გეძინოს ღამით.
მოიკრიბე ენერგია: შეარჩიე ჯანსაღი საუზმე, რომელიც, ამასთანავე, გემრიელიც არის და ენერგიასაც შეგმატებს. დროის დაზოგვის მიზნით, შეგიძლია ის წინა საღამოს მოამზადო.
დაუთმე დრო საკუთარ თავს: 10 წუთის განმავლობაში შენს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაგეხმარება სტრესისა და შფოთვის მართვაში. შეგიძლია, სცადო მსუბუქი მედიტაცია, იოგა ან გაწელვები.
და დაიწყე დღე: ზოგ ადამიანს ურჩევნია, რომ პირველ რიგში რთულ დავალებებზე კონცენტრირდეს, ზოგი მათგანი კი უპირატესობას მარტივი დავალებების დასრულებას ანიჭებს. შეარჩიე შენთვის საუკეთესო განაწილება და ეცადე, მიჰყვე გეგმას“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.