ებრაელების ჭკუისა და მოხერხებულობის შესახებ საყოვლეთაოდ ცნობილია. ეს პატარა ერი მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 0.2%-ს შეადგენს, თუმცა ნობელის პრემიის ლაურეატთა 20%-ზე მეტი ებრაული წარმოშობისაა.
გთავაზობთ ებრაულ გამონათქვამებს, რომელიც მათი სიბრძნისა კიდევ ერთი დასტურია.
👌 თუ პრობლემის მოგვარება ფულით შეიძლება, ეს პრობლემა კი არა, ხარჯია.
👌 ღმერთმა ადამიანს ორი ყური და ერთი პირი იმისთვის მისცა, რომ მეტი მოისმინოს და ნაკლები ილაპარაკოს.
👌 ნუ იქნები მეტისმეტად ტკბილი — შეგჭამენ; ნურც მეტისმეტად მწარე — გადმოგაფურთხებენ.
👌 უფულობას ყველა უჩივის, უჭკუობას - არავინ.
👌 ადამიანმა თუნდაც ცნობისმოყვარეობის გამო უნდა იცოცხლოს.
👌 სამყარო იმიტომ კი არ დაიღუპება, რომ ბევრი ადამიანია, არამედ იმიტომ, რომ ბევრი არაადამიანია.
👌 ადამიანები საკუთარ შეცდომებს გამოცდილებას უწოდებენ.
👌 შიშით სიკვდილს, სიცილით სიკვდილი სჯობს.
👌 ჭაღარა სიბერის ნიშანია და არა სიბრძნის.
👌 თხის წინიდან გეშინოდეს, ცხენის - უკნიდან, სულელის - ყველა მხრიდან.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რა ცვლილებები გელოდება ოქტომბრამდე...“ - რას ამბობს თაკო მელიქიშვილი
⭕„ჯანმრთელი ნაწლავის გარეშე ფსიქიკური ჯანმრთელობა რთულად წარმოსადგენია...“ - ლევან შელეგიას რჩევები
წყარო: funtime.ge