Digest Logo

🎥 „10 ფაქტი, რაც ამტკიცებს რომ სოსო და კაკო არასდროს ყოფილან ანტარქტიდაზე“ - გიორგი ანთიას ვიდეო განხილვა

1773215938
გიორგი ანთია

სოსო და კაკო - ორი ქართველი „იუთუბერია“, რომელთა მოგზაურობები მილიონობით ნახვას აგროვებს. მათი ვიდეოები ხშირად გვაჩვენებს ისეთ ადგილებს, სადაც ქართველების უმეტესობა ალბათ ვერასდროს მოხვდება მაგრამ რა მოხდება, თუ ერთ დღეს ვიღაც გადაწყვეტს მათი ყველაზე ეპიკური მოგზაურობის დეტალურად გაანალიზებას?

„ამ ვიდეოში განვიხილავთ სოსოსა და კაკოს მოგზაურობას ანტარქტიდაზე და ვეცდებით ვიპოვოთ დეტალები, რომლებიც შეიძლება კითხვებს ბადებდეს. ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ 10 არგუმენტს, რომლებიც შეიძლება დაგაფიქროთ ამ ვიდეოს მთავარი მიზანია გაჩვენოთ, რამდენად მარტივია ინტერნეტის ეპოქაში ნებისმიერი ისტორიის გადაქცევა ეჭვიან ნარატივად, თუ მას სწორად შევხედავთ და „მტკიცებულებებს“ მოვძებნით.

ინფორმაციის ეპოქაში ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი არის კრიტიკული აზროვნება ნუ დაუჯერებთ ყველაფერს, რასაც ინტერნეტში „ფაქტის“ სახით ხედავთ, ყოველთვის დასვით კითხვები“, - წერს „იუთუბერი“ გიორგი ანთია და საინტერესო ვიდეოს გვიზიარებს: