Digest Logo

„11 A“ - 1998 წელს ავიაკატასტროფას გადარჩენილი კაცი იმავე ნომერ სავარძელში იჯდა, რომელმაც 40 წლის რამეშის სიცოცხლე გადაარჩინა

1750076623
ვივიშ რამეში მგზავრი

12 ივნისს, ინდოეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, 242 მგზავრიდან მხოლოდ ერთი გადარჩა. 40 წლის ბრიტანელი მოქალაქე, ვიშვაშ კუმარ რამეში, ერთადერთი გადარჩენილია Air India-ს რეისზე, რომელიც აჰმედაბადიდან ლონდონში მიფრინავდა.

ერთადერთი გადარჩენილი კაცის თქმით, აფრენიდან დაახლოებით 30 წამში მან ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონა.

კატასტროფის შემდეგ, საზოგადოებას მიმართა 1998 წლის ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილმა ადამიანმა, რომელმაც აღნიშნა საოცარი დამთხვევა – 12 ივნისს ავიაკატასტროფის დროს ერთადერთი გადარჩენილი სწორედ იმავე ადგილას იჯდა, სადაც თავის დროზე თავად იჯდა.

ეს დეტალი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და აღინიშნა, როგორც ერთი შეხედვით აუხსნელი პარალელი ორ ტრაგედიას შორის.

რუაანგსაკ ლოიჩუსაკი, 1998 წელს Thai Airways-ის ავიაკატასტროფიდან გადარჩენილი პირია, რომელიც ასევე 11A ნომერ ადგილას იჯდა, როგორც რამეში.

გამოძიება ავიაკატასტროფის მიზეზებზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

მოგვიანებით რამეში ადგილობრივ მედია Metro-ს ესაუბრა და დამატებითი დეტალები გაავრცელა იმ მომენტის შესახებ, როცა თვითმფრინავი ჩამოვარდა.

„როდესაც თვითმფრინავი აფრინდა, დაახლოებით ხუთიდან ათი წამის შემდეგ ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ჰაერში გაიჭედა. მოულოდნელად ნათურებმა დაიწყეს ციმციმი – მწვანე და თეთრი ფერები ენაცვლებოდა ერთმანეთს – შემდეგ კი თვითმფრინავი შეეჯახა რომელიღაც შენობას, რომელიც იქვე იყო“,- თქვა გადარჩენილმა მგზავრმა.