19 მარტი - ვინ დაიბადა და რა მოხდა ამ დღეს? გთავაზობთ ინფორმაციას ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღებსა და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ.
Georges de La Tour - ჟორჟ დე ლა ტური
1593 წლის 19 მარტს დაიბადა ჟორჟ დიუმენილ დე ლა ტური(Georges de La Tour 1593 – 1652) - ფრანგი ფერმწერი, XVII საუკუნის პირველი ნახევრის ფრანგული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ოსტატი.
Max Reger - მაქს რეჯერი
1873 წლის 19 მარტს დაიბადა მაქს რეგერი (Johann Baptist Joseph Maximilian Reger 1873 – 1915) - გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი. ორღანისტი და პედაგოგი.
Betty Compson - ბეტი კომპსონი
1897 წლის 19 მარტს დაიბადა ბეტი კომპსონი (Betty Compson 1897-1974) - ამერიკელი მსახიობი.
Frédéric Joliot-Curie - ფრედერიკ ჟოლიო-კიური
1900 წლის 19 მარტს დაიბადა ფრედერიკ ჟოლიო-კიური (Jean Frédéric Joliot-Curie 1900 – 1958) - ფრანგი ფიზიკოსი და საზოგადო მოღვაწე, 1935 წელს ქიმიაში ნობელის პრემიის ლაურეატი.
შოთა მანაგაძე
1901 წლის 19 მარტს დაიბადა შოთა მანაგაძე (1901-1977) - ქართველი რეჟისორი.
Philip Roth - ფილიპ როტი
1933 წლის 19 მარტს დაიბადა ფილიპ როთი (Philip Roth 1933-2018) - ამერიკელი მწერალი.
Мавзолей Ленина - ლენინის მავზოლეუმი
1934 წლის 19 მარტს კოლმეურნე მიტროფანე ნიკიტინმა (Митрофан Никитин) მავზოლეუმში ლენინის კუბოს მიმართულებით რევოლვერიდან ცეცხლი გახსნა.
Glenn Close - გლენ კლოუზი
1947 წლის 19 მარტს დაიბადა გლენ კლოუზი (Glenn Close) - ამერიკელი მსახიობი და მომღერალი.
Academy Awards
1953 წლის 19 მარტს ტელევიზიით „ოსკარის“ (Academy Awards) გადაცემის ცერემონია პირველად აჩვენეს.
Bruce Willis - ბრიუს უილისი
1955 წლის 19 მარტს დაიბადა ბრიუს უილისი (Walter Bruce Willis)- ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი.
ნინო ანანიაშვილი
1963 წლის 19 მარტს დაიბადა ნინო ანანიაშვილი - ქართველი პრიმა-ბალერინა, საქართველოს (1989), და რუსეთის სახალხო არტისტი (1995).
Yoko Kanno - იოკო კანო
1964 წლის 19 მარტს დაიბადა იოკო კანო (Yoko Kanno) - იაპონელი კომპოზიტორი და არანჟირების ოსტატი.
Alessandro Nesta - ალესანდრო ნესტა
1976 წლის 19 მარტს დაიბადა ალესანდრო ნესტა (Alessandro Nesta) - იტალიელი ფეხბურთელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
⭕რატომ ვიმატებთ წონაში სტრესის დროს და რა ზემოქმედებას ახდენს კორტიზოლი ცხიმოვან უჯრედებზე