Digest Logo

„არასტაბილური და ცივი პერიოდი გვაქვს, მაგრამ მთავარია მოთმინება და სითბოც მოვა“ - როგორ ამინდს პროგნოზირებს მეტეოროლოგი

1710749461
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ამინდის განახლებული პროგნოზის შესახებ წერს.

მისი თქმით, მომდევნო კვირა საქართველოში, ძირითადად ისევ ნაცრისფერი და წვიმიანი იქნება.

„არც ერთი ზამთარი არ გრძელდება სამუდამოდ, არც ერთი გაზაფხული არ გამოტოვებს თავის რიგს, ჯერჯერობით არასტაბილური და ცივი პერიოდი გვაქვს, მაგრამ მთავარია მოთმინება და სითბოც მოვა.

მომდევნო კვირა საქართველოში, ძირითადად ისევ ნაცრისფერი და წვიმიანი იქნება.

ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება არსად არ არის მოსალოდნელი, დასავლეთის დაბლობზე და აღმოსავლეთის ბარში, დღისით +12, +14 გრადუსამდე დათბება.

ვინაიდან გრძელვადიანი პერსპექტივით (გადაბმულად 2-3 დღით) გამოდარება მოსალოდნელი არ არის, არ დაგეგმოთ გარე ფაქტორებთან დაკავშირებული საქმეები მომდევნო კვირაში“, - წერს კობა ფარტენაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

რატომ ვიმატებთ წონაში სტრესის დროს და რა ზემოქმედებას ახდენს კორტიზოლი ცხიმოვან უჯრედებზე

🎥 „როგორ შეგვიძლია ტრადიციების შენარჩუნება ისე, რომ არც დავკარგოთ და არც დროს ჩამოვრჩეთ“ - რას წერს ზურა ბალანჩივაძე