Digest Logo

„19 სექტემბერი, ეს ერთადერთი დღეა წელიწადში, როდესაც მთავარანგელოზ მიქაელს ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს სულები ღმერთთან, დაიმახსოვრეთ...“ - რას წერს მიხეილ ცაგარელი

1758290467
მიხეილ ცაგარელი

ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და 19 სექტემბრის შესახებ წერს.

მისი თქმით, ეს არის ერთადერთი დღეა წელიწადში, როდესაც მთავარანგელოზ მიქაელს ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს სულები ღმერთთან.

„19 სექტემბერი, ეს ერთადერთი დღეა წელიწადში, როდესაც მთავარანგელოზ მიქაელს ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს სულები ღმერთთან, დაიმახსოვრეთ ამოიყვანს მათ, ვისზეც დედამიწიდან მუდმივად ლოცულობენ!

„მაჩვენე თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც დედამიწაზე შენთვის ლოცულობს და მე ამოგიყვან ჯოჯოხეთიდან " - პასუხობს მთავარანგელოზი მიქაელი სულებს, რომლებიც შველას ევედრებოდნენ!  

ამიტომ ვიყოთ ყურადღებით და როდესაც ჩვენი მიცვალებულებისთვის ვლოცულობთ და სანთლებს ვანთებთ
აქვე მათთვისაც ვილოცოთ ვისაც არ ჰყავთ მომხსენებლები 

ვილოცოთ ჯვარცმის ხატთან, მათი სულების გადასარჩენად უფალთან !!!  

მთავარანგელოზ მიქაელის სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“ 

ტროპარი: ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზი მიქაელ, გევედრებით უღირსნი ასე, რათა მეოხებითა შენითა შეგვზღუდნე ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა შენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ხელაღპყრობით.

გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენ ჩუენ, დიდნო მთავარო ზეცისა ძალთაო ამინ! ,“ - წერს მიხეილ ცაგარელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ამერიკულ გორაკებზე“ ახალგაზრდა კაცი დაიღუპა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

⭕ვალუტის კურსი