Digest Logo

🎥 21 ივნისი ყველაზე ძლიერი დღეა წელიწადში, ამ დღეს ჩაფიქრებული სურვილები სრულდება! - ნინა სუსლოვას რჩევები

1750492495
ნინა სუსლოვა.

21 ივნისს ზაფხულის ბუნიობაა. წელიწადის ამ დღეს დედამიწა ყველაზე დიდხანსაა მზისაგან განათებული. 21 ივნისის დილა წლის მანძილზე ყველაზე ადრეულ დროს თენდება, ხოლო დაბინდება ასევე ყველაზე გვიან იწყება. 21 ივნისიდან დღე იწყებს კლებას, ღამე კი მატებას, და ეს გრძელდება 21 დეკემბრამდე, ზამთრის ბუნიობამდე, როდესაც ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე გვაქვს.

ასტროლოგიურად, ზაფხულის ბუნიობა ითვლება წელიწადის ცხელი სეზონის დასაწყისად.

ამბობენ, თუ აღნიშნულ დღეს სურვილებს ჩამოწერთ - ის აუცილებლად აგიხდებათ! - როგორც ჩავიფიქროთ სურვილები სწორად და რა აფირმაცია უნდა ჩავატაროთ, ამაზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

„21 ივნისი ყველაზე ძლიერი დღეა წელიწადში, ამ დღეს ჩაფიქრებული სურვილები სრულდება, სამყარო აუცილებლად მოგცემთ მინიშნებებს, რას უნდა დავაკვირდეთ 21 ივნისს.

ბევრი მომენტია სურვილის ჩასაფიქრებლად, ძალიან მნიშვნელოვანი - რაც სწორად უნდა გამოიყენოთ. შეგვიძლია ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ.

შეგიძლიათ სურვილის ჩაფიქრება მთელი დღის განმავლობაში, ამ დღეს თვითონ აქვს უკვე ენერგია, ნებისმიერი სურვილი, ფიქრი, ჩანაფიქრი - არ აქვს მნიშვნელობა როგორი ფორმით ჩავიფიქრებთ, დაწერთ თუ გონებაში გაივლებთ, მთავარია გქონდეთ მუხტი და იმპულსი, მე მზად ვარ და ვეგებები, მთავარია გქონდეთ დადებითი, პოზიტიური ენერგია.

თუ გიჭირთ ვიზუალიზაცია, შეგიძლიათ დაწეროთ სურვილები ფურცელზე და დაწვით, ამით მისცემთ იმპულსს, გაუშვით ნამწვი ჰაერში“, - ამბობს ნინა სუსლოვა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„კეკე უყურებს მზეს“ - გიორგი კეკელიძე შვილის ფოტოს აქვეყნებს

⭕ფოტოები ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატიდან, სადაც საქართველომ ისტორიული შედეგი მოიპოვა

⭕დღეს მზებუდობაა „ჩაიფიქრეთ ის სურვილი, რომლის ახდენაც ყველაზე მეტად გინდათ“ - რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს იმისათვის, რომ წარმატება და იღბალი მოვიზიდოთ