Digest Logo

🎥 „3-ჯერ გამიკეთეს სასიკვდილო ჯადო და 3-ჯერ ვარ მკვდარი....“ - მიხეილ ცაგარელი

1724331422
მიხეილ ცაგარელი

ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი, რომელიც საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და გვიზიარებს რჩევებს კვირის, თვის, წლის თუ დღის ასტროლოგიურ მოვლენებზე, ამჯერად გადაცემაში „ნოდკასტი“ იმყოფებოდა. 

იგი გადაცემაში, ბავშვობაზე, ასტროლოგიის პროფესიაზე, მასზე გავრცელებულ ჭორებზე, ჯადოებზე და სხვა საინტერესო თემებზე საუბრობს.

„ჩემ შესახებ უამრავი ჭორია გამიგია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის, რომ უკვე 3-ჯერ ვარ მკვდარი. ეს ჭორი ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაჩნდა. ამ დროს მეორე არხზე ვიყავი, როცა დამირეკეს და მკითხეს ცოცხალი ხარო“, - ამბობს ასტროლოგი. 

როგორც ასტროლოგი აღნიშნავს, მას ძლიერი ჯადოც კი გაუკეთეს. 

„3-ჯერ გამიკეთეს სასიკვდილო ჯადო, რომლის დამარცხებაც საკმაოდ რთულია. თუმცა ჩემმა ვარჯიშებმა და მთავარანგელოზმა მიხაელმა გადამარჩინა. ჯერ კიდევ ბავშვობაში, როცა იგი პირველად ხატზე ვნახე მაშინვე სითბო წამოვიდა და მივხვდი, რომ ეს რაღაც ჩემია. სხვა ხატებთან ასეთი დამოკიდებულება არ მაქვს“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი. 

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დაიბადა ბებოს გულის გახარება ბიჭი“ – ხვიჩა კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი

⭕„პირველად და უკანასკნელად“ - ალექსანდრა პაიჭაძემ ბურგერი გასინჯა

⭕„დედა, მე გპატიობ ყველაფერს უბრალოდ გამოჩნდი...ჩემი აყვანა ფოთში ნაქირავები სახლიდან მოხდა“ - 39 წლის ხობელი ქალი ბიოლოგიურ ოჯახს ეძებს