Digest Logo

3 მიზეზი თუ რატომ არის მოკლეთმიანი ქალი მომხიბვლელი

1600170226
მოკლე თმიანი გოგო

ქალის მოკლე ვარცხნილობა შეიძლება ძალიან მომხიბვლელი იყოს. გიხდებათ თუ არა ესა თუ ის ვარცხნილობა, მთლიანად დამოკიდებულია სახის ფორმაზე, ნაკვთებზე.

კვლევამ დაადასტურა, რომ კაცების ნაწილი ქალით, რომელსაც მოკლე ვარცხნილობა აქვს, უფრო მეტად იხიბლება და მას უფრო სასურველად მიიჩნევს. ვნახოთ 3 მიზეზი – რატომ მოსწონთ მოკლეთმიანი ქალები.

მოკლე თმა იპყრობს უფრო მეტ ყურადღებას.

მოკლე ვარცხილობები განსხვავებული და ექსტრავაგანტულია, ამიტომაც შეუმჩნეველი არავის რჩება. კვლევაში ჩართული მამაკაცები ამბობენ, რომ თმის მოკლე ვარცხნილობა გრძელ თმებთან შედარებით იშვიათია და ამიტომაც ქალები, რომლებიც მოკლე თმას ატარებენ, მათ თვალში განსაკუთრებულები არიან.

მოკლე თმაში უკეთ ჩანს სახის მოყვანილობა.

უკეთ ჩანს ქალის სილამაზე. მოდის ჩვენებებზე მოდელებს უმეტესწილად, თმა გადაწეული აქვთ ისე, რომ სახე მაქსიმალურად კარგად გამოჩნდეს. ეს იმიტომ, რომ შესაძლოა, გრძელმა თმამ დამალოს ქალური მახასიათებლები. კვლევის თანახმად, კაცები მიიჩნევენ, რომ ქალის სახის მთელი სილამაზე მოკლე თმაში უკეთ ჩანს.

მოკლე თმაში ქალი უფრო თავდაჯერებულად გამოიყურება.

მიიჩნევენ, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი ყველაზე ლამაზია, მოკლე თმა კი მას თავდაჯერებულ ელფერს აძლევს, რაც გარშემო მყოფებს შეუმჩნეველი არ რჩებათ.