
ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან.
ზურა შევარდნაძის ბაღი სახელწოდებით „გარდენია“, თბილისთან ახლოს მდებარეობს და იქ ზურა თავის ოჯახთან ერთად ყვავილებსა და სხვადასხვა მცენარეებს უვლის. ამასთან იგი აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ღონისძიებებში, სადაც ყვავილებისა და ბუნებაში მცენარეების მნიშვნელობაზე საუბრობს. მის ბაღში მუდამ სტუმრიანობა არის და ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილია.
იგი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ იხსენებს დღეს, როდესაც მის გარდენიაში ხანძარი გაჩნდა.
„ჩვენთან ერთხელ იყო ხანძარი, რაზეც ძალიან ვინერვიულე და ჩემს თანამშრომლებს ვუთხარი, ყველა ერთად შეგროვდეს გარეთ, რომ ყველა ერთად ხართ-თქო.
დიდი ხანძარი იყო - მართა და მარო ბებო კი გარეთ თესლების ყუთზე ისხდნენ, გამოტანილი ჰქონდათ გარეთ, თავისი პალტო და ტანსაცმელი კი შიგნით ჰქონდათ...
გული ამიჩუყდა.
მე კი მიხვდი, მაგრამ მაინც ვკითხე, ეს ყუთი რატომ გამოიტანეთ-თქო, რაზეც ასე მიპასუხეს: „თესლებს რა ეშველობოდა შვილო, თესლი, რომ არ გვქონოდა ყველა ხომ დავიღუპებოდითო. სახლს ეშველება აშენდება, ბაღი დაირგვება...“
მაშინ მივხვდი რა მნიშვნელობა აქვს თესლს,“ - ამბობს ზურა შევარდნაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შორენა ბეგაშვილის ვოიაჟი თურქეთში გრძელდება - „განუმეორებელი გოგო ხარ“
⭕„ჩვენი საამაყო ბიჭი!“ - სალომე შარვაძე გიორგი მიქაუტაძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს