Digest Logo

🎥 „4 წელი ვიმუშავე ჭურჭლის მრეცხავად, ძალიან მიყვარს ის დრო“ - ჭურჭლის სამრეცხაოდან საკუთარ ქსელურ რესტორნამდე, ანდრია არჩვაძის ამერიკული ისტორია

1748431686
ამერიკა, ემიგრანტი

წარმატებული ემიგრანტი ანდრია არჩვაძე საკუთარ ისტორიას „იუთუბის“ არხზე, გადაცემა „თამიასთან“ ჰყვება.

როგორც მან აღნიშნა, თავიდან როდესაც იწყებდა ცხოვრებას ამერიკაში, როგორც ემიგრანტი, არ არსებობდა მისთვის ადამიანი, რომელიც მას რამეში დააკვალიანებდა ან დაეხმარებოდა.

როგორ განვითარდა მისი ემიგრანტული ცხოვრება წლების განმავლობაში, ნახეთ ინტერვიუ:

„ჩემი გეგმა არ ყოფილა თავიდანვე, რომ რაც ჩემს თავს მოხდებოდა, მხოლოდ მე უნდა გამეკეთებინა და არავინ არ უნდა დამხმარებოდა. 23 წლის აქ გავხდი, უცნაური იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, რასაც აქ ვხედავდი, მანამდე არაფერი მენახა, არც ადამიანები, არც შენობები და სხვა. ერთადერთი იყო, რომ არ მქონდა შიშის განცდა. უფრო დიდ ასაკში უფრო ვინერვიულებდი მგონია. ეგრევე დავიწყე სამსახურის ძებნა, „ბრაიტონ ბიჩზე“, სადაც ვნახე რუსული წარწერები, რომ იყო დასაქმების ოფისები. პირდაპირ ავედი და ვუთხარი, ვეძებდი სამსახურს. როცა მეკითხებოდნენ რა გამოცდილება მქონდა, ვპასუხობდი - „ნებისმიერი“. მომიწია ტყუილის თქმა, რომ 4 წელი ამერიკაში ვცხოვრობდი, რადგან სამსახური მოეცათ ჩემთვის. პირველი სამსახური იყო, ქართულ რესტორანში, სადაც ჭურჭლის მრეცხავად დავიწყე მუშაობა. არ იყო მარტივი, ეს იყო ძალიან დიდი შრომა. ხელფასი რა მქონდა მაშინ გავიგე, როდესაც უკვე ავიღე თანხა. ეს ყველაფერი იყო იმისათვის მნიშვნელოვანი, რომ რაღაც საქმე მეკეთებინა იმ დროს. 4 წელი ვიმუშავე ჭურჭლის მრეცხავად, ძალიან მიყვარს ის დრო, რადგან მან შემქმნა დღეს იმად, ვინც ვარ“, - ამბობს ქართველი ემიგრანტი.

ასევე დაგაინტერესებთ:

ლაშა ბექაური თევზაობიდან ფოტოებს გვიზიარებს - „რა ნავარჯიშები ტანი გაქვს, ჩვენო ჩემპიონო“

„წარმატებები სადაც არ უნდა იყოს ღირსეულ კაცს!“ - ზურა ხაჩიძე ვახტანგ გომელაურს მადლობას უხდის

ტრისტან სარალიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა - მსახიობი, რომელიც დააკლდა კინოს, თეატრს და მთლიანად საქართველოს