Digest Logo

ტრისტან სარალიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა - მსახიობი, რომელიც დააკლდა კინოს, თეატრს და მთლიანად საქართველოს

1748428039
მსახიობ ტრისტან სარალიძე

ცნობილი ქართველი მსახიობი და საზოგადო მოღვაწე ტრისტან სარალიძე ერთი წლის წინ გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო წლების განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა.

ტრისტან სარალიძემ საკუთარი პიროვნულობით, გამორჩეული როლებითა და ოსტატური შესრულებით უამრავი ადამიანის გული მოიგო. 

მისი გარდაცვალება, ყველასათვის სამწუხარო და მძიმე აღმოჩნდა.

ტრისტან სარალიძე, 1980 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს ათობით კინოროლი, განსაკუთრებული პოპულარობა მსახიობს მოუტანა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში „სიყვარულის ყველას უნდა“ შესრულებულმა როლმა. იგი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობი  ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში დაკრძალეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გმადლობთ, ბავშვობის ოცნება რეალობად რომ მიქციეთ, მერგო უდიდესი ბედნიერება“ - შაბან მამედოვი ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტზე

„საიუბილეო წელი აქვს „ჩელეს“, კარგად გვყავდე, ჯანმრთელი და გახარებული...“ - გია ბაღაშვილი რეზო ჩელებაძეს დაბადების დღეს ულოცავს

„როგორც იტყვიან: „ადამიანი ადამიანისთვის მზეა” - გიორგი ლობჯანიძე ახალ ფოტოს აქვეყნებს