Digest Logo

„40 000 დოლარს მიხდის ალიმენტს, რომ ვიყო ლამაზი და კარგ ხასიათზე გავზარდო შვილი“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე

1768906036
ნეკა დოროყაშვილი

ქართველი მოდელი ნეკა დოროყაშვილი, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი გახდა ყოფილ მეუღლესთან, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან სასამართლო პროცესის შემდეგ, ქართული „იუთუბის“ ხშირი სტუმარია და პირად ცხოვრებაზე თამამად საუბრობს.

ნეკა ამჯერად პოდკასტში „სარკასტიკა“ ყოფილ მეუღლესთან, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან ფინანსურ საკითხზე ასაჯაროებს ინფორმაციას და აცხადებს, რომ სპორტსმენი მას ალიმენტის სახით 40 000 დოლარს უხდის.

მოდელი ამბობს, რომ აღნიშნული ალიმენტი მისთვის საკმარისი არ არის.

„მართალია, რომ ნიკა 40 ათას დოლარს მიხდის ალიმენტს. რატომ არ უნდა მიხადოს? ვისზე ნაკლები ქალი ვარ. კი, 40 ათასს დოლარს მიხდის. მე უნდა ვუჩივლო, იმიტომ რომ მინდა 40 ათასი ფუნტი, დოლარი არ მომწონს. ამას იხდის იმაში, რომ მე ვიყო ლამაზი, კარგი, კეთილშობილი და კარგ ხასიათზე გავზარდო შვილი“,- ჰყვება დოროყაშვილი.

ამასთან მან, პირადზეც მცირე კომენტარი გააკეთა:

„დამშორდა იმიტომ, რომ ამერიკაში მივდივარ, ქვეყნის მოღალატე ხარო. მსახიობია. ვერ გეტყვით ვინ არის“, - აღნიშნავს მოდელი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: