Digest Logo

5 ნიშანი იმისა, რომ სამსახურის შეცვლის დროა

1770214142
სამსახურისამსახური

სამსახური ის ადგილია, სადაც სახლზე დიდ დროს ვატარებთ, ამიტომ თუ სამუშაო სიამოვნებას არ გვანიჭებს, კოლეგები არ მოგვწონს და  გამუდმებით დისკომფორტს ვგრძნობთ, პროფესიის ან სამუშაო ადგილის შეცვლაზე უნდა დავფიქრდეთ.

ეს 5 ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების მიღების დროა. 

დასვენების დღეების ან შვებულების შემდეგაც კი დაღლილობას გრძნობთ

მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ დაღლილობის შეგრძნება ყველასთვის ნაცნობია, მაგრამ, როდესაც დაღლილობის დონე ყველა ზღვარს აჭარბებს და თავს ძალას ატანთ, რომ საწოლიდან წამოდგეთ და სამსახურისკენ გაემართოთ, უნდა დაფიქრდეთ - გჭირდებათ ასეთი სამსახური საერთოდ?

ხშირად ავადმყოფობთ

გაციების სეზონზე ეს შეიძლება ნაკლებად შესამჩნევი იყოს, რადგან ამ დროს თითქმის ყველა ავადმყოფობს, თუმცა, სცადეთ და საკუთარი ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას დააკვირდით. თუ ხვდებით, რომ გაციება ჩვეულებრივზე დიდხანს გრძელდება ან მუდმივად სტრესში ხართ, რაც ორგანიზმის გამოფიტვას იწვევს, ორი გამოსავალი გაქვთ: ან ხელმძღვანელობას დატვირთვის შემცირებაზე დაელაპარაკეთ ან სხვა სამსახური იპოვეთ უფრო მსუბუქი გრაფიკით.

იწყენთ

სამუშაო, როგორი ერთფეროვანიც არ უნდა იყოს, მუდმივად სტიმულს უნდა გაძლევდეთ და წინსვლისკენ გიბიძგებდეთ. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს ინერციით აკეთებთ, საქმეებს კოლეგებზე ადრე ასრულებთ და დანარჩენ დროს კედელს უყურებთ, დროა საქმიანობის სფეროს შეცვლაზე იფიქროთ.

თქვენი და კომპანიის ღირებულებები არ ემთხვევა

დიახ, ხანდახან ხედვები და მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდ კომპანიაში მუშაობთ. მაგრამ თუკი ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდეგაც არაფერი იცვლება, ეს განგაშის მიზეზია, რომელიც მიგანიშნებთ, რომ თქვენი გზები გაიყო.

კოლექტივი ტოქსიკურია

ჭორაობა ყველას უყვარს, თუმცა ყველაფერს თავისი ზომა აქვს. როდესაც კოლეგების თუ უფროსობის ერთი შეხედვით უწყინარი ხუმრობები თქვენს პირად საზღვრებს არღვევს, დადგა დრო, სამუშაოდ უფრო სასიამოვნო ადგილი იპოვოთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „კომბინირებულად მიღებულმა დაბალმა დოზებმაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერტენზია, ინსულტი და სიკვდილი...“ - გიორგი კეკელიძე

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 5-7 თებერვალს საქართველოში

⭕„ორი ნაწილაკი შეიძლება ისე დაუკავშირდეს ერთმანეთს, რომ მათ შორის მანძილს მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს...“ - რა არის მოჩვენებითი კავშირი

წყარო: funtime.ge