ჩვენს ეპოქაში მარტოობა სირცხვილად და უბედურებად იქცა, ამიტომ ადამიანები მზად არიან ნებისმიერ, თუნდაც ყალბ და დამამცირებელ ურთიერთობას ჩაეჭიდონ, ოღონდ საკუთარ თავთან პირისპირ არ დარჩნენ.
არადა, განმარტოება სულის ყველაზე სუფთა მდგომარეობაა. მხოლოდ სიჩუმეში, როცა გარე სამყაროს ხმაური წყდება, გესმის სამყაროს და საკუთარი სინდისის ხმა. ვინც მარტოობასთან მეგობრობას ისწავლის, ის ვეღარასდროს გახდება სხვისი მოწყალების მათხოვარი. ეს არ არის იზოლაცია, ეს არის შინაგანი ძალა — როცა შენ თავად ხარ შენი თავისთვის საიმედო საყრდენი და საინტერესო თანამოსაუბრე. მხოლოდ მას შეუძლია სხვისი ნამდვილი შეყვარება, ვისაც მარტო ყოფნისა არ ეშინია.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕„ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებიც მყისიერ გამდიდრებას გპირდებიან“ - 5 ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 5 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕რა არის სასიკეთო და რისგან სჯობს თავის შეკავება? - 5 ივლისის მეტაფიზიკური პროგნოზი