პედაგოგი, პოეტი და მსახიობი ელდინო საღარაძე „პოსტ ალიონის“ ეთერში იყო სტუმრად, სადაც სილამაზის საიდუმლოს შესახებ ისაუბრა.
„ყველაზე დიდი საიდუმლო, როგორ შევინარჩუნოთ სახე ეს არის ნომერი პირველი, მივიღოთ მოცემულობა, ანუ ის რაც ჩვენ წინაშე ხდება და არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ ეს ცუდია ან თქვენთვის ან სხვისთვის. თუ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ ეს ცუდია, მაშინ ის უმაღლესი ცენზორი ყოფილა ბოროტი.
განსაცდელს, რომელიც ჩემთან მოვიდა დავარქვი ცუდი და ეს განსაცდელი იმიტომ მოვიდა, რომ მე გავხდე უკეთესი, აი მსგავსი ფიქრის შემდეგ აღარ გიჩნდება ნეგატიური დამოკიდებულება ამ მოვლენების მიმართ.
ადამიანი, როგორიც არის თვითონ, გარემოს თავის გარშემო ქმნის ისეთ და ამდენად, მას შეუძლია რომ სამოთხე ჩამოიტანოს დედამიწაზე, თუმცა ეს იოლი არ არის“, - ამბობს მსახიობი.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მომატებული იქნება შფოთვები და შიშები“ - 20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან