ადამიანის ბნელი მხარე ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაში მოიცავს იმ თვისებებს, ლტოლვებსა და ემოციებს, რომლებსაც საზოგადოება ხშირად ნეგატიურად მიიჩნევს და რომელთა დამალვასაც ადამიანი ქვეცნობიერად თუ შეგნებულად ცდილობს.
რა არის ადამიანის ფსიქიკის ბნელი მხარე? რას ვეძახით ფსიქოლოგიაში ბნელ მხარეს? - აღნიშნულ თემაზე „ცოდნისმოყვარე პოდკასტში“ ფსიქოლოგმა, ფსიქოთერაპევტმა სოსო დოლიძემ ისაუბრა.
„იუნგიანური პერსპექტივით მაგალითად და თუ დავუძახებთ ჩრდილს, არის ისეთი რაღაცა რაც ეგომ უარყო, განდევნა. კლასიკური ფსიქოანალიზით მაგას ვეძახით განდევნილ მასალას და მატერიას. ეს არის ჩრდილი, რომელიც არ ჩანს. გარკვეულ წილად ჩრდილიც ჩანს, მაგრამ საბოლოოდ არის ის, რასაც ადამიანი სხვას არ აჩვენებს.
განდევნილი ნაწილი რა შეიძლება იყოს? ერთი მხარეა ჩვენ რასაც ვაჩვენებთ სხვა ადამიანებს, როგორიც არის სიყვარული, სითბო, სიკეთე, პატიოსნება, შრომისმოყვარეობა, უნივერსალური სტანდარტები რაც არის და მაგის უკან არის შიში, შური, ბოღმა, აგრესია. ეს არის ჩვენი ფსიქიკის განდევნილი მხარე.
ამავე დროს ჩრდილი ჩვენ შეგვიძლია ვუწოდეთ არა მარტო მაგას, ვთქვათ აგრესიას ან რაღაცა აგრესიულ ან სექსუალურ ან დესტრუქციულ ფანტაზიებს, არამედ შეგვიძლია ასევე ვუწოდოთ ჩვენს უცხოვრებელ ცხოვრებას, რაზედაც მაგალითად ჩვენ უარი ვთქვით თავის დროზე, რაღაცის გამო იმიტომ, რომ რაღაცნაირად არჩევანი ყოველთვის გვაქვს ხოლმე ცხოვრებაში ეს არჩევანი ხან ილუზორულია და ხან ნაღდი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ როგორ აღვიქვამთ, რა პერსპექტივით, მაგას აქვს მნიშვნელობა. ეს არის განდევნილი მხარე.
განდევნას სხვადასხვა დანიშნულება აქვს. ერთ-ერთი ვთქვათ, რაღაცა კლასიკური ფსიქოანალიზის კუთხით თუ ვიტყვით, რომ კულტურა ჩვენ გვაიძულებს სხვადასხვა ჩარჩოებში მოვექცეთ და ადამიანის ინსტინქტური მხარე არსად არ მიდის. რაც უფრო მეტად არის კულტურული ადამიანი, განდევნილი ნაწილი უფრო მეტია და ეს განდევნილი ნაწილი მას შეიძლება აწუხებდეს. ჩრდილი აპრიორი, ამ შემთხვევაში ან ბნელი მხარე, აი პარადოქსულად რომ ვთქვათ იუნგიც ხუმრობდა მაგაზე, რომ ნაგავი არ არის, გადასაგდები არ არის და რაღაცა ჰიპოთეტურად რომ ვთქვათ ეს 80% არის ოქრო.
მთავარია, რომ ჩვენ თვალი გავუსწოროთ ამ ჩრდილს, ჩვენი ფსიქიკის ბნელ მხარეს, რასაც ვეძახით“, - ამბობს სოსო დოლიძე.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის აგვისტოში დიდი სიურპრიზი ელოდება
⭕5 მიზეზი, თუ რატომ ვერ აღწევენ შრომისმოყვარე ადამიანები წარმატებას
⭕მაგიური აზროვნება: რატომ სჯერა ადამიანს ტაროს კარტების, მკითხაობის და ჯადოსი?