Digest Logo

🎥 აფრთხობს თუ არა გველს რეზინისა და გოგირდის სუნი? - მითები და რეალობა! რჩევები ჰერპეტოლოგისგან

1780650972
შოთა ზანდუკელ

ყოველ წელს, როცა გაზაფხული დგება, სითბო იმატებს, იღვიძებს ბუნება და იღვიძებენ დაძინებული ქვეწარმავლებიც - გველის გაღვიძება დამოკიდებულია გარემო პირობებზე, ანუ ტემპერატურაზე.

რაც უფრო მაღლა ადის ტემპერატურა, უფრო ხშირია ადამიანებთან შეხვედრა, რადგან გველები უკვე გრილი ადგილებისკენ მიიწევენ, სადაც უფრო შეაფარებენ თავს. გადამეტებული სიცხე გველს კლავს, ამიტომ ეძებენ ისეთ ადგილებს, სადაც გრილა: სარდაფი, სადარბაზო და ა.შ.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეწარმავლების სეზონი უკვე დაიწყო.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გველს გადავეყრებით? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შუადღე“ ჰერპეტოლოგმა შოთა ზანდუკელმა ისაუბრა:
  
„გოგირდი არ შველის.

შეხვედრისას არ უნდა გავეკაროთ, არ უნდა გავაგრძელოთ მისი მიმართულებით სვლა, აუცილებლად უნდა ავუაროთ გვერდი.

რა მიმართულებითაც გველი წავა, იქით არ უნდა წავიდეთ, რადგან შეიძლება ის სადღაც ბალახში ჩაეხვა, ფიქრობს, რომ დაცულია და როცა გაივლით, ფეხის დადგმაზე გიკბენთ.

გველი ვერ აღიქვამს უძრავ სხეულს, აქედან გამომდინარე, რომ გავშეშდეთ და 100 გიურზა დავყაროთ, არც ერთი არ გვიკბენს. როგორც კი გავინძრევით, რა თქმა უნდა საფრთხეს იგრძნობს.

გაშეშება ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა, თუმცა ეს ის მომენტია, როცა თავზე წაადგებით გველს.

ხომ შეიძლება, ადამიანი დაიბნეს, ვერ მოახერხოს გადახტომა, ან უბრალოდ მოხუცია - უბრალოდ გაშეშდით!

ამ დროს კარგავს გველი ინტერესს და საფრთხედ ვეღარ აღგიქვამთ“

არ უნდა ეცადოთ მის დაჭერას, მოკვლას, გაღიზიანებას“, - ამბობს შოთა ზანდუკელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გულს და სულს რომ წვდება ისეთია, დაილოცოს თქვენი დედაშვილობა“ - ქეთი ჩხაიძის დუეტს შვილთან დიდი გამოხმაურება მოჰყვა

„გვიან ჭამა არ ასუქებს! წონის კლებას და მატებას უნდა ებრძოლოთ კვებით და არა წამლებით“ - მამუკა რაშოიანი

„შეიძლება თავში მოგივიდეთ „გიჟური“ იდეებიც კი ფულის, კარიერის ან საკუთარი თავის წარმოჩენის შესახებ“ - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე