Digest Logo

„აღდგომას არ აქვს ფიქსირებული თარიღი, ცოტამ თუ იცის, რომ აღნიშნული თარიღის გამოთვლა დაკავშირებულია ცის კაბადონზე, მზისა და მთვარის მდებარეობასთან...“ - რას წერს ასტროლოგი

1744794086
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ხშირად უზიარებს ინფორმაციას ამა თუ იმ მოვლენის შესახებ.

ამჯერად იგი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც აღდგომის დღესასწაულის შესახებ წერს.

„დღესასწაულთა დღესასწაული - #აღდგომა. 20 აპრილს, კვირას მართლმადიდებლური სამყარო უდიდეს დღესასწაულს, აღდგომას ზეიმობს.

როგორც ვიცით აღდგომას არ აქვს ფიქსირებული თარიღი, ცოტამ თუ იცის, რომ აღნიშნული თარიღის გამოთვლა დაკავშირებულია ცის კაბადონზე, მზისა და მთვარის მდებარეობასთან. 

აღდგომა ყოველთვის აღინიშნება გაზაფხულის პირველი სავსემთვარეობის (20-21 მარტიდან იწყება რეალურად გაზაფხული) შემდეგ, აუცილებლად კვირა დღეს. (უფრო კონკრეტულად არსებობს მისი გამოთვლის ალგორითმი). 

ებრაელები ფესახს (ქართ. პასექი) ყოველთვის ნისანის მე-15 დღეს აღნიშნავენ, ანუ სავსემთვარეობის დღეს, დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ კვირის დღეს ემთხვევა. 

აღდგომის გერმანული სახელი „ოსტერნ“ სათავეს იღებს გაზაფხულის ღვთაება ოსტარისგან.

#ოსტარა ძველისძველი ტევტონური და საქსონიური ხალხების საკრალურ ისტორიაშია ცნობილი. მისი ძირითადი სიმბოლოა კურდღელი. კურდღელი ხშირად წარმოდგენილია, როგორც ნაყოფიერების, აღდგომისა და გარდასახვის წმინდა სიმბოლოდ.

საგულისხმოა, რომ სახელი ოსტარა შენარჩუნებულია ქრისტიანულ ისტორიაში აღდგომის სახელით (Easter - ინგ. აღდგომა). ლეგენდებში მოთხრობილია ოსტარას შესახებ, რომლის მიწაზე ფეხის შეხებით გაზაფხულზე პირველი ყვავილები ჩნდებიან, მის ფეხქვეშ მიწა იღვიძებს, ნელ-ნელა აბიბინდება მწვანე ბალახი და მთელი ბუნება ივსება ახალი ენერგიით, მთელი ბუნება ემორჩილება სამყაროს მისტერიას, ეს არის განახლება!

ამ გაზაფხულის დღესასწაულზე, ქალღმერთს ყოველთვის ახლავს თავის საყვარელი ცხოველი კურდღელი და ასევე ფრინველები.

ალბათ გინახავთ სააღდგომო დეკორაციები, დამშვენებული კურდღლებითა და კვერცხებით, ეს სიმბოლიზმი მოდის ძველი გერმანული ხალხების ისტორიიდან.

ერთ-ერთ ლეგენდაში გაზაფხულის ქალღმერთმა ფეხმოტეხილი ჩიტი იპოვა მინდორში და გადარჩენის მიზნით, ის კურდღლად აქცია. თუმცა მისი მაგია გამოარჩევდა ამ კურდღლად ქცეულ ჩიტს იმით, რომ მას შეეძლო ძველებურად კვერცხების დადება.

მას შემდეგ, ყოველი გაზაფხულის პირველ დღეს კურდღელი მადლიერების ნიშნად ჩუქნის ოსტარას თავის კვერცხს.

„ოსტ“ აღმოსავლეთი - გვაძლევს კავშირს დილასთან - დღის საწყისთან.

ოსტარა, ისევე როგორც ბაბილონური ღვთაება იშთარი, რომაული პანთეონის ფლორა და ეგვიპტური მითოლოგიური სამყაროს, ღვთაება იზიდა - ერთმანეთის მსგავსი, ბუნების, გაზაფხულის, სიცოცხლის განახლების სიმბოლოდ იქცა.

გილოცავთ ყველას, ვინც აღნიშნავთ ამ დღესასწაულს! “, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ვინ უნდა მიაქციოს ყურადღება ფინანსებს და ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი?! - 16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕აღდგომის დღეებში, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

⭕„ჩამოიშორეთ ყ*ექალა...ალბათ, მამარდას დათრევა უნდა პატარას“ - მორიგი სკანდალი ალექსანდრე პაიჭაძის ირგვლივ, რას წერს მოდელი