Digest Logo

🎥 „აღდგომას მე და თემურ წიკლაური ქრისტეს საფლავზე აღმოვჩნდით, ჩახუტებულები ვტიროდით“ - რას ჰყვება მანანა თოდაძე

1775562567
 მანანა თოდაძე

მომღერალი მანანა თოდაძე გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც აღდგომის დღესასწაულის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით ეს დღესასწაული გამორჩეულად უყვარს, თუმცა თავად პასქას არ აცხობს. 

„ადამიანს სულში და გულში უნდა სწამდეს ის, რაც არის ქრისტიანობა. ჩემშია უფალი, ჩემშია რწმენა და მე იმის მწამს. მთავარია, ადამიანს სჯეროდეს სიკეთის და სიყვარულის. 

აღდგომას დედა აუცილებლად გვიღებავდა წითელ კვერცხებს, ამით კი ძალიან გახარებული ვიყავით. ეს ერთი კვირა მხოლოდ პასქას და კვერცხს ვჭამ. პარასკევს ვღებავთ აუცილებლად კვერცხს, ამ დღეს ვარ ძალიან დათრგუნული, რადგან ეს არის ყველაზე მძიმე დღე.  პასქას მე არ ვაცხობ, ყოველთვის საჩუქრად მიგზავნიან მეგობრები“, - ჰყვება მომღერალი.

მან გადაცემაში აღდგომის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორია გაიხსენა. 

„1989 წელს „ივერია“ დაგვპატიჟეს ისრაელში, ეს არასოდეს დამავიწყდება მე დ თემურ წიკლაური აღმოვჩნდით ქრისტეს საფლავზე, ეს არის ის მომენტი როდესაც ზუსტად აღდგომის დღეს ვიყავით ქრისტეს საფლავზე. ცრემლების ნაკადული მოგვდიოდა, უფალმა მოგვცა უფლება, რომ ვყოფილიყავით მის საფლავზე, ეს დღე სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება. ორივე ბავშვებივით ვიყავით ჩახუტებულები და ვტიროდით, - იხსენებს მანანა თოდაძე. 

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რატომ არ სუქდებიან ფრანგი ქალები? - კვების მოულოდნელი წესები, რომელთა შესახებ აქამდე არ იცოდით

⭕„მე მიყვარხარ ისევ“ - მაკა ზამბახიძე მეუღლეს იუბილეს ულოცავს

🎥 ცნობილი შეფმზარეულის გურამ ბაღდოშვილის ხაჭოს პასქის რეცეპტი