Digest Logo

🎥 „აღმოჩნდა, რომ ტვინის „გაღვიძება“ შესაძლებელია...“ - ექიმი გიორგი აფრიამაშვილი სუნთქვით პრაქტიკებსა და კავკასიურ იოგაზე

1770293764
გიორგი აფრიამაშვილი

ექიმი, გიორგი აფრიამაშვილი სტუმრად „იუთუბის“ ერთ-ერთ პოდკასტში იმყოფებოდა, სადაც სუნთქვით პრაქტიკებზე საუბრობს.

სუნთქვითი ვარჯიშების სამედიცინო პრაქტიკაში ინტეგრირება მან კლინიკა „ჰარმონიაში“, ექიმ ნუნუ ქემაშვილთან ერთად გასულ წელს დაიწყო. სუნთქვით ვარჯიშებში გიორგი აფრიამაშვილმა მრავალწლიანი კვლევის, დაკვირვებისა და ანალიზის საფუძველზე, ბევრი რამ შეცვალა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მისი გამოყენება:

„კავკასიურ იოგით დავინტერესდი მაშინ, როცა სტუდენტი ვიყავი. შემდგომი განვითარებისთვის მიღებული ცოდნა აუცილებელი იყო. თუ სადმე განათლებას მივიღებდი ეს იყო საქართველო. მივხვდი, რომ რაღაც მისაგნები იყო ჩემთვის. კიდევ უფრო ღრმად წავედი ძიებაში.

დავაკვირდი რომ ჩემი ნაფიქრი ძალიან მალე რეალობად იქცეოდა. ვფიქრობდი, ამას მე ვაკეთებდი თუ ტვინი. ამ ძიებაში მივედი კიდევ ეზოტერიკამდე.

კავკასიური იოგა არის სუნთქვით პრაქტიკებზე აგებული. ერთ დღეს მე და ჩემ მეგობარს გვქონდა ღრმა საუბარი და მაშინ ვუთხარი მქონდა იდეა, რომლის მეშვეობით შეიძლება შეიცვალოს ქცევა. პირველ რიგში ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი ეს პრაქტიკები. ეს ყველაფერი თუ კი რამე სასწაული ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში, ხდებოდა ამ პრაქტიკებით. მაშინ ვიფიქრე, როგორ უნდა გავაკეთო ისე, რომ ყველა ტიპის ადამიანზე იმუშაოს. თუ მეთოდი არ პასუხობს ამ კრიტერიუმებს ჩაკვდება ადრე თუ გვიან. ოსთეოპათია, რეფლექსოთერაპია, მერე ღრმად ჩავეფლე ნევროლოგიაში.

ძალიან ადრე წავიკითხე წიგნი, რომლიდანაც დღემდე მახსოვს ფრაზა: ცათა სასუფეველი ცნობიერების მდგომარეობააო. ჩვენ რადგან სოციუმში ვცხოვრობთ, მნიშვნელოვანია ამის გააზრება. ჯანმრთელობა არის, სულიერი, მატერიალური კეთილდღეობა. ამიტომ ამ ყველაფერში ისევ ტვინი იღებს მონაწილეობას. ამიტომ ჯოჯოხეთი თუ სამოთხე მგონია ნეიროფიზიოლოგიური მდგომარეობა.

ამის გარკვეული დასაბუთებაც შეიძლება: ჩვენ გვაქვს გარკვეული ცენტრები, ტვინის ძველი და ახალი ნაწილები. გარკვეული ეტაპები ჩვენ გავიარეთ. თუ კი ტვინი სულ ჩართულია პროცესში, ბადებს შიშს. თუ ადამიანი ამ მდგომარეობაშია ჩარჩენილი რეალობას აღიქვამს რთულად. შფოთვებში შედიან და ეს ყველაფერი ტვინით აიხსნება.

როდესაც ქცევითი აშლილობები აქვთ ადამიანებს, ნერვული და ა.შ. ამ ყველაფერს სუნთქვის აშლილობაც ახლავს თან. მაგალითად, შენ თუ სუნთქვას შეაჩერებ და რაღაცას შეგახედებ, ისე ვერ რეაგირებ, როცა მარტო სუნთქავ. როდესაც მე რაიმე განცდაში ვარ, ყოველთვის ვსუნთქავ, ნიშნავს იმას რომ სუნთქვა ამ მდგომარეობების რეგისტრატორი ხდება. სუნთქვის გარეშე ფაქტობრივად, ცოცხლები არ ვართ. როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, ტვინი დაკავებულია და ვსუნთქავთ, გვაქვს გარკვეული ცენტრები, რომელსაც სუნთქვა აღაგზნებს. მე ამ სუნთქვით კიდევ უფრო ვაძლიერებთ ჩვენში შემოსულ შფოთს. ამიტომ არის საჭირო სუნთქვითი პრაქტიკები. ამით შეგვიძლია ტვინის გავაღვიძოთ და ბევრი სხვა რამ უკეთესობისკენ შევცვალოთ“, - აღნიშნა გიორგი აფრიამაშვილმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შეჩერდით და დაფიქრდით, საით მიდიხართ...“ - 5 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕Netflix-მა „ბრიჯერტონის“ მეორე ნაწილის თიზერი გამოუშვა

⭕„აქტიურდება მაშინ, როცა ადამიანი დგას არჩევანის წინ...“ - რაზე ახდენს გავლენას Acrux-ი