Digest Logo

„ალბათ, ამქვეყნად არაფერია იმაზე უფრო აღმატებული, როცა ადამიანი საკუთარ გულში თვით ღმერთს შეხვდება!“ - გიორგი ლობჯანიძე

1771155404
გიორგი ლობჯანიძე

დღეს, 15 თებერვალს ქრისტიანული სამყარო მირქმის წმინდა დღესასწაულს აღნიშნავს.

მირქმა, ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ.

ამ დღესასწულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე.

„ალბათ, ამქვეყნად არაფერია იმაზე უფრო აღმატებული, როცა ადამიანი საკუთარ გულში თვით ღმერთს შეხვდება.
ჩვენ ყოველთვის ვხვდებით მას, ხშირად, განსაცდელების სახით, თუმცა ესეც სიყვარულის და მზრუნველობის გამოხატულებაა.

მირქმაა - რაც გულში ჩაკვრას ნიშნავს!

საოცარი და მეტად საინტერესო იყო ძველი აღთქმის თითოეული სიუჟეტი. როდესაც მართალი სვიმეონი წმინდა წერილს თარგმნიდა იქ შეხვდა წინასწარმეტყველება, რომ ქალწული შობდა მხსნელს. წმინდა სვიმეონმა ჩათვალა რომ აქ შეცდომა იყო გაპარული, ამიტომაც განიზრახა ქალწულის ნაცვლად ,,დედაკაცის" ჩაწერა. ვერ მიხვდა ქალწულს როგორ უნდა ეშვა ძე.

იმ წამს კი უფლის ანგელოზმა აუწყა მართალ სვიმეონს რომ დარწმუნებულიყო ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში და არ მოკვდებოდა იქამდე, სანამ არ იხილავდა ქალწულისგან მოვლენილ მესიას!
თითქმის 300 წელი ელოდა მართალი სვიმეონი ამ მოვლენას. გადიოდა წლები, იცვლებოდნენ მეფეები, იცვლებოდა დროც, თუმცა წმინდა სვიმეონი კვლავ ცოცხლობდა.

ერთხელაც სულიწმიდამ აუწყა: ,,აღდეგ მოხუცებულო, რად ჰზი? აღდეგ და მირბიოდე ტაძრად, რამეთუ მოვიდა განმტევებელი შენი!"

რა წამს მე-40 დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მაცხოვარი ტაძრად წაიყვანა, იქ მას დახვდა მოხუცებული სვიმეონი. მრავალ ჩვილს შორის მან იცნო იესო და მკერდზე მიიკრა, ღვთიური დიდება აღუვლინა.
ამის შემდეგ, წმინდა სვიმეონმა აკურთხა მართალი იოსები და ღვთისმშობელს მოახსენა ყრმა მაცხოვრის შემდგომი წინასწარმეტყველური ბედიც. მერე კი სულიც განუტევა.

მირქმა - ესაა უფლისა და ადამიანის შეხვედრა. კაცობრიობის ახალი ეტაპის დასაბამი!
ყველას გვეპოვოს ჩვენს გულებში ღმერთი და გვეგრძნოს სიმშვიდე! არაფერია ამაზე სათნო და კარგი!“, - წერს გიორგი ლობჟანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ეხმარება ძვლებისა და სახსრების გაძლიერებას“ - არუნ ხათრი სეზამის თესლის უნიკალურ თვისებაზე

🎥 „ეს არის პატიოსანი კაცი, ჩააბარა ტესტი“ - ნანუკა გულუა სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

⭕„ეს ვალენტინობა ქალების დღესასწაული რატომ გგონიათ?“ - რას წერს ეკო ფანგანი