Digest Logo

🎥 „არ ებრძოლო, უნდა მიიღო ეს სიტუაცია ...“ - ნუცა შანშიაშვილი კარმულ ურთიერთობებზე

1742808869
ნუცა შანშიაშვილი

ამერიკაში მცხოვრები მუსიკოსი, შემსრულებელი ნუცა შანშიაშვილი საზოგადოებისთვის საყვარელი არტისტია. იგი განსაკუთრებულად უყვართ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამასთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ნუცასა და ანრი ჯოხაძის დუეტი – „მაჩუქე ფრთები“.

ამჯერად არტისტი დიდხნიანი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხით დაბრუნდა, სადაც კარმულ ურთიერთობებზე საუბრობს:

„ნათქვამია, „ადამიანი, რომ იბადება ღმერთი ნიკაპზე ჩამოკრავს თითსო, რომ დაავიწყოს ყველაფერი წინა ცხოვრებიდანო“ ანუ ეს იმიტომ, რომ სინდისმა არ შეგვაწუხოს. გადაუწყვეტელი პრობლემები გეძლევა წინა ცხოვრებიდან, რომ პოზიტიური ფიქრით გადაწყვიტო ეს ყოველივე. როგორ მივხვდეთ, რომ ესა თუ ის პრობლემა კარმულია? თუ კონკრეტულ ადამიანთან გიჭირთ ურთიერთობები, ამ ცხოვრებაში მოსული ყველა ეს ადამიანი, არ არის შემთხვევითი და ეს არის კარმული. სხვა თქვენი შეცდომიდან მოსული ამ ცხოვრებაში, უბრალოდ გაატარე და შეუშვი შენში. უნდა მიიღოთ ეს სიტუაცია ბრძნული თვალით და ამავე დროს თქვენი თავი უნდა გაათავისუფლოთ ბოროტი ფიქრებისგან“,- ამბობს ნუცა ვიდეოში.

ვრცლად ნახეთ ვიდეო: