
იტალიელი სუპერმოდელი ბიანკა ბალტი, რომელიც საკვერცხის კიბოს მესამე სტადიას ებრძვის ხანგრძლივი ონკოლოგიური მკურნალობის შემდეგ საზოგადოებრივ სივრცეს დაუბრუნდა.
ვარსკვლავი იტალიის „სან-რემოს“ მუსიკალური ფესტივალის თანაწამყვანი გახდა.
„არ ვაპირებ სიმსვინეს დავნებდე, ძალიან რთული პერიოდი გავიარე და ეს ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ.
შემეძლო საწოლში ვწოლილიყავი და საკუთარი თავის შემეცოდება, მაგრამ ამის ნაცვლად, მინდა ამ საღამოს ცხოვრების დღესასწაული ვიზეიმო“, - განაცხადა ბიანკამ.
აღსანიშნავია, რომ იგი ფესტივალზე პარკის გარეშე მივიდა.
მოდელს დიაგნოზი 2024 წლის 8 სექტემბერს დაუსვეს მას შემდეგ, რაც მუცლის ძლიერი ტკივილის გამო სასწრაფოდ ექიმებს მიმართა. ამ ამბავმა დიდი შოკი გამოიწვია, თუმცა ბალტი არ დანებდა.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: