
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
„დღეს იმ კაცის დაბადების დღეა, რომელმაც შექმნა საქართველოს სხვა ისტორია - ღირსეული, ამაყი, თავისუფალი და არა ვინმეზე დამოკიდებული, არა ვინმეს დავალებების შემსრულებელი, არამედ საკუთარი, ეროვნული ინტერესებით მოქმედი ქვეყნის უახლესი ისტორია!
ამასთან შეძლო ეჩვენებინა პერსონალური უკომპრომისობის მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის, როდესაც საქმე საკუთარ სამშობლოს ეხება!
უშეცდომოდ განსაზღვრა ყველა (დღევანდელი გადასახედიდან უალტერნატივო) პოლიტიკური სვლა, რომელიც წინა, ურთულესი წლების, საქართველოსთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევების გადალახვას სჭირდებოდა!
ამასაც უკვე უახლესი ისტორია ადასტურებს! დაბადების დღეს ვულოცავ სამაგალითო ქართველ კაცს, ბიძინა ივანიშვილს!“ , - აღნიშნულია მამუკა მდინარაძის მისალოც წერილში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: